თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
26 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. ილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების […]
25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]
11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“. შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე პროფესიული დისკუსიის გაღრმავება ამ სფეროში მეტი მეთოდოლოგიური სიცხადის ჩამოსაყალიბებლად, ენერგეტიკული პოლიტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე […]
11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება კარიერული განვითარების პროექტის Level Up მეხუთე (დასკვნითი) ლექცია. შეხვედრის თემებია: საკუთარი თავის წარმოჩენა და პროფესიული თვითანალიზი. ლექციის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს პროფესიული უნარებისა და ძლიერი მხარეების უკეთ გააზრებაში. მომხსენებლები ისაუბრებენ, როგორ შეიძლება საკუთარი თავის შეფასებისა და თვითანალიზის უნარების განვითარება თანამედროვე შრომით ბაზარზე წარმატებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ […]
14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „HERI – უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ შემაჯამებელი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“. ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის შედეგების წარდგენა და, დაანონსებული რეფორმის კონტექსტში, საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავლზე მსჯელობა. […]