2 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (WULS-SGGW) კვების მეცნიერებათა ინსტიტუტის ქიმიის დეპარტამენტის მკვლევრები აგნეშკა გურსკა და ევა მაიევსკა საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. კანცეროგენების დეფინიცია და კლასიფიკაცია, კანცეროგენეზი, კანცეროგენები საკვებ პროდუქტებში მომხსენებლები მიმოიხილავენ საკვების უვნებლობასა და ქიმიურ ტოქსიკოლოგიას. მსმენელი გაეცნობა კანცეროგენეზის ბიოლოგიურ მექანიზმებს (როგორ ტრანსფორმირდება ჯანსაღი უჯრედები სიმსივნურ უჯრედებად). […]
2 ივნისს,17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით მკვლევარი გიორგი ჭეიშვილი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „უცნაური ნაშთები: ნანგრევები და მიკუთვნებულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში“. ანთროპოლოგიური კვლევები განიხილავს ნანგრევებს როგორც ხიდს, რომელიც ადამიანებს აკავშირებს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან ან კონკრეტულ არმყოფ „სხვასთან“. მაგრამ რა ხდება, როცა ვერც ის ეპოქა და […]
4 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ელენე ლადარია ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“. საბჭოთა კავშირში 40-იან წლებში ყალიბდება და მომდევნო ათწლეულებში მყარდება აზრი, რომ პრაგმატიზმი მტრული იდეოლოგიის გამომხატველი, კერძოდ „კაპიტალიზმის იმპერიალისტური ფაზის ანგლოამერიკული ბურჟუაზიული“, ფილოსოფიაა. […]
4 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის ხელმძღვანელი გვანცა ლოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შესახებ. შეხვედრა ნატოს დღეების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ინტერაქტიულ სიმულაციურ სავარჯიშოსაც მოიცავს. ლექციის შემდეგ მონაწილეები ჩაერთვებიან ნატოს სიმულაციურ პროცესში. ღონისძიების მთავარი მიზანია, სტუდენტებს საინტერესო ფორმატით, პრაქტიკულად […]
4 ივნისს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება Startup Grind-ის ღონისძიება „სტარტაპის აქსელერატორების შეხვედრა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი აქსელერატორები: 500 Global, Plug and Play, 2080 Ventures და Startupbootcamp Georgia. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები შეხვდებიან მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორების წარმომადგენლებს და გაიგებენ, როგორ შეიძლება მათი სტარტაპი გლობალური პროგრამების ნაწილი გახდეს. მოწვეული მომხსენებლები აუდიტორიას დეტალურად გაუზიარებენ ინფორმაციას, რას ეძებენ […]
5 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონური ენის მოწვეული ლექტორი ნაცუმი ინოუე გამართავენ ერთობლივ ვორკშოპს. იაპონური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრი. მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას იაპონური სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის შესახებ, მოირგებენ ტრადიციულ იაპონურ სამოსს, ექნებათ შესაძლებლობა, სპეციალური იაპონური ფუნჯებით დაწერონ იეროგლიფები […]