Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნატოს დღეები ილიაუნიში – საჯარო ლექცია და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სიმულაციური თამაში

ივნისი 4 / 17:00 - 19:00

4 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის ხელმძღვანელი გვანცა ლოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შესახებ.

შეხვედრა ნატოს დღეების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ინტერაქტიულ სიმულაციურ სავარჯიშოსაც მოიცავს.

ლექციის შემდეგ მონაწილეები ჩაერთვებიან ნატოს სიმულაციურ პროცესში.

ღონისძიების მთავარი მიზანია, სტუდენტებს საინტერესო ფორმატით, პრაქტიკულად გააცნოს ნატოს სამუშაო პრინციპები, ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესები და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დიპლომატიის მნიშვნელოვანი საკითხები.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 4 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივნისი 4
Time:
17:00 - 19:00
Event Category: