8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ქალთა გაძლიერების, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები „ჩვენი ოთახი“ ილიაუნის ქალთა გაძლიერების ალუმნი ქსელის ორგანიზებით. გარემოში, რომელშიც ქალთა უფლებებზე საუბარს ხშირად აფერხებს დეზინფორმაცია, სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა, „ჩვენი ოთახი“ მიზნად ისახავს, შექმნას უსაფრთხო და ცოდნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი სივრცე ფემინისტური ცოდნის, ქალთა ისტორიული გამოცდილების, ზრუნვის პრაქტიკის, სხეულებრივი ავტონომიის, ძალადობის ამოცნობისა […]
9 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ლუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კლემენ იერინა წაიკითხავს საჯარო ლექციას „მურა დათვის კონსერვაცია და ადამიანთან კონფლიქტის პრევენცია“. მურა დათვს შეუძლია გადარჩეს განსხვავებულ გარემო პირობებში – მონღოლეთის კლდოვანი უდაბნოებიდან ჩრდილოეთის ტუნდრამდე, თუმცა მისი ამჟამინდელი გავრცელების მთავარი და ხშირად ყველაზე შემზღუდველი ფაქტორია ადამიანთან კონფლიქტი. წარმატებული და გრძელვადიანი კონსერვაციის ერთ-ერთი […]
10 ივნისს, 19:00 საათზე, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი ზარინა ბურკაძე ონლაინ გამართავს ტრენინგს „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს: პირველი მიმართულება შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Fulbright Scholar Program, Horizon Europe და სხვ.), ისე ადგილობრივი სამეცნიერო კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და შიდა […]
11 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“. უილიამ ჯეიმსის მიხედვით, რწმენის შეძენა ზოგჯერ აუცილებელი წინაპირობაა ამ რწმენის სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებისთვის. მსგავსი რწმენების მთავარი მაგალითებია რელიგიური და მორალური რწმენა. მომხსენებელი ჯეიმსის პოზიციას საფუძველსა და მტკიცებულებას შორის […]
11 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვიურცბურგის (გერმანია) იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორანტი ნეა სოლანდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპულ სამეზობლოში“. მომხსენებელი ისაუბრებს Horizon Europe-ის პროექტ EMBRACE-ის ძირითად მიგნებებზე. პროექტი იკვლევდა ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის პერსპექტივებსა და დაბრკოლებებს ევროპის სამეზობლოში. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 11 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. […]
12 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „მოუბარი“ გიწვევთ ტარა ვესტოვერის „განათლებულის“, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემუარების, განხილვაზე. ეს არის ამბავი გადარჩენაზე, იმაზე, როგორ შეუძლია ცოდნას გახსნას სამყაროს კარი. ტარა იზრდებოდა საზოგადოებისგან სრულიად მოწყვეტილ გარემოში, სადაც არ არსებობდა სკოლა, ფორმალური განათლება, მედიცინა და ობიექტური რეალობა, არსებობდა მხოლოდ აპოკალიფსის მოლოდინსა და ფანატიზმზე აგებული იზოლირებული სამყარო. […]