BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260608T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260608T170000
DTSTAMP:20260610T191539
CREATED:20260529T134158Z
LAST-MODIFIED:20260601T125819Z
UID:10006038-1780927200-1780938000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩვენი ოთახი“ – ქალთა გაძლიერების\, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ქალთა გაძლიერების\, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები „ჩვენი ოთახი“ ილიაუნის ქალთა გაძლიერების ალუმნი ქსელის ორგანიზებით. \nგარემოში\, რომელშიც ქალთა უფლებებზე საუბარს ხშირად აფერხებს დეზინფორმაცია\, სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა\, „ჩვენი ოთახი“ მიზნად ისახავს\, შექმნას უსაფრთხო და ცოდნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი სივრცე ფემინისტური ცოდნის\, ქალთა ისტორიული გამოცდილების\, ზრუნვის პრაქტიკის\, სხეულებრივი ავტონომიის\, ძალადობის ამოცნობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ. \n8-16 ივნისს გაიმართება 4 თემატური შეხვედრა: \n\n8 ივნისი\, 14:00 საათი – ლექცია „ქალთა მოძრაობის ისტორია დასავლეთსა და საქართველოში“ \nმომხსენებელი: ეკატერინე აღდგომელაშვილი\, ქალთა უფლებადამცველი\, მკვლევარი\, ტრენერი \nლექცია-დისკუსია დაეთმობა ქალთა მოძრაობის ისტორიულ განვითარებას. შეხვედრის მიზანია გააქარწყლოს მითი\, თითქოს ფემინიზმი და ქალთა უფლებრივი თანასწორობის იდეები საქართველოში მხოლოდ 1990-იანი წლებიდან გაჩნდა. მონაწილეები იმსჯელებენ XIX–XX საუკუნეების ქართულ ფემინისტურ აზროვნებაზე\, პირველი რესპუბლიკის პერიოდზე\, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოსტსაბჭოთა გამოწვევებზე. \n\n9 ივნისი\, 14:00 საათი – ლექცია „ქალის სახე და სიმბოლიკა უძველეს შუამდინარულ ცივილიზაციებში“ \nმომხსენებელი: ნონა ღურჭუმელიძე\, თსუ-ის მაგისტრანტი ასირიოლოგიის მიმართულებით \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ აღიქვამდნენ ქალს წინაბერძნულ და პრექრისტიანულ შუამდინარულ კულტურებში. მსმენელს გააცნობს იშთარის სახესა და სიმბოლიკას\, ასევე ენჰედუანას\, ლიტერატურის ისტორიაში პირველ ცნობილ ავტორს\, და მის ნაწარმოებს „ჰიმნებს იშთარის მიმართ“. \n\n11 ივნისი\, 12:00 საათი – ღია სესია „პარტნიორის მხრიდან ძალადობის (IPV) გააზრება და მასზე რეაგირება“ \nფასილიტატორი: სალომე შიუკაშვილი\, ფსიქოლოგი \nღია სესია დაეთმობა პარტნიორის მხრიდან ძალადობის საკითხის ფსიქოსოციალური კუთხით განხილვას. შეხვედრა მოიცავს დიალოგს\, რეალური შემთხვევების განხილვასა და აუდიტორიის აქტიურ მონაწილეობას. \n\n16 ივნისი\, 14:00 საათი – ვორკშოპი Power Hour ქალთა გაძლიერებისა და უსაფრთხოების საკითხებზე \nტრენერები: ნატალი გოგინაშვილი\, მზეო კანდელაკი – ორგანიზცია „ფუსფუსი“ \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან თავდაცვის საბაზისო პრინციპებს\, სხეულის ენას\, ხმის გამოყენებას\, ვერბალურ თავდაცვას\, პირადი საზღვრების მკაფიოდ გამოხატვასა და საფრთხეზე სხეულის ავტომატურ რეაქციებს. \n\nშეხვედრების ხანგრძლივობა 2 საათია. \nსტუდენტებს\, რომლებიც დაესწრებიან მინიმუმ სამ შეხვედრას ქალთა გაძლიერებისა და ფემინისტური ზრუნვის პრაქტიკების მიმართულებით\, გადაეცემათ სერტიფიკატი. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/18G1XRaApJXEi2vB6 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8\, 9\, 11\, 16 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-gadzlierebis-tsnobierebis-amaghlebisa-da-urthierthmkhardatcheris-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/chveniothakhi-akhalivebi-ing.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260609T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260609T200000
DTSTAMP:20260610T191539
CREATED:20260601T092002Z
LAST-MODIFIED:20260601T092002Z
UID:10006041-1781024400-1781035200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კლემენ იერინას საჯარო ლექცია „მურა დათვის კონსერვაცია და ადამიანთან კონფლიქტის პრევენცია“
DESCRIPTION:9 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ლუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი კლემენ იერინა წაიკითხავს საჯარო ლექციას „მურა დათვის კონსერვაცია და ადამიანთან კონფლიქტის პრევენცია“. \nმურა დათვს შეუძლია გადარჩეს განსხვავებულ გარემო პირობებში – მონღოლეთის კლდოვანი უდაბნოებიდან  ჩრდილოეთის ტუნდრამდე\, თუმცა მისი ამჟამინდელი გავრცელების მთავარი და ხშირად ყველაზე შემზღუდველი ფაქტორია ადამიანთან კონფლიქტი. წარმატებული და გრძელვადიანი კონსერვაციის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სწორედ ამ კონფლიქტების ეფექტური პრევენციაა. \nმომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სლოვენიის მაგალითს\,  სადაც კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიმჭიდროვის მქონე მურა დათვის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის შენარჩუნება. შეხვედრის მიზანია დათვების ეფექტური კონსერვაციული მართვისა და მონიტორინგის სისტემების ჩვენება და აღნიშნული მიდგომების საქართველოსა და ფართო კავკასიის რეგიონში გადმოტანის (ტრანსფერის) შესაძლებლობათა განხილვა. \nპრეზენტაციის ძირითადი თემები \n\nადამიანსა და დათვს შორის არსებული სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებისა და მათი გამომწვევი მიზეზების მიმოხილვა;\nკონფლიქტების პრევენციული ღონისძიებები (ორგანული ნარჩენების\, შინაური ცხოველებისა და საფუტკრეების დაცვა\, მეცხვარე ძაღლების გამოყენება\, ყურადღების გადამტანი გამოკვება და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება);\nსამართლებრივი დებულებები\, განხორციელების მეთოდები და სელექციური ნადირობის (Culling – ველური ბუნებიდან ცალკეული ცხოველების სამიზნედ შერჩევა) ეფექტურობა სახეობის გრძელვადიანი კონსერვაციის უზრუნველსაყოფად.\n\nდოქტორი კლემენ იერინა ლუბლიანის უნივერსიტეტის ბიოტექნიკური ფაკულტეტის (სატყეო საქმის დეპარტამენტი) სრული პროფესორია. მისი კვლევის სფეროა მონიტორინგის მეთოდებისა და გეოინფორმაციული სისტემების (GIS) განვითარება\, ველური ბუნების ადაპტური მართვის მიდგომებსა და ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის არსებული კონფლიქტების შემცირების სტრატეგიები. პროფესორი იერინა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ევროპის მსხვილი მტაცებლების ინიციატივის წარმომადგენელი და დათვების შემსწავლელ სპეციალისტთა ჯგუფის წევრია. მას აქვს სახეობების დაცვის ევროპული სამართლებრივი ჩარჩოსა და გლობალური მართვის სისტემების საფუძვლიანი ცოდნა და უდიდესი გამოცდილება როგორც ეროვნული\, ისე საერთაშორისო მართვის გეგმების შემუშავებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 9 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-klemen-ierinas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/lublianis-universitetis-bioteqnikuri-phakultetis-prophesoris-leqtsia-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260610T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260610T200000
DTSTAMP:20260610T191539
CREATED:20260529T080635Z
LAST-MODIFIED:20260529T080655Z
UID:10006037-1781118000-1781121600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ონლაინტრენინგი „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“
DESCRIPTION:10 ივნისს\, 19:00 საათზე\, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი ზარინა ბურკაძე ონლაინ გამართავს ტრენინგს „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“. \nტრენინგი  მოიცავს როგორც თეორიულ\, ისე პრაქტიკულ ნაწილს: \nპირველი მიმართულება შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Fulbright Scholar Program\, Horizon Europe და სხვ.)\, ისე ადგილობრივი სამეცნიერო კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები). განსახილველი თემები: აკადემიური პროფილის შექმნა (ORCiD\, Web of Science და სხვ.)\, პოტენციური პარტნიორების მოძიება ეფექტური საშუალებების გამოყენებით (B2Match Platforms\, EURAXESS\, COST\, F&T Portal და სხვ.) და ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტების წარდგენისთვის საჭირო შიდა ინსტიტუციური რეგულაციები (ხანგრძლივობა – 20 წუთი). \nტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას\, ლოგიკურ ჩარჩოს\, მიზნისა და სტრატეგიული ამოცანების\, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკებს\, ასევე მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს. ასევე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ (ხანგრძლივობა – 40 წუთი). \nტრენინგის მესამე ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები (ხანგრძლივობა – 20 წუთი). \nმონაწილეები თითოეულ საკითხზე შეასრულებენ დავალებას\, რათა სწავლების ბოლოს სამეცნიერო პროექტის მონახაზი ჰქონდეთ. ასევე მიიღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს თავიანთი პროექტის მონახაზის შესახებ (ხანგრძლივობა – 40 წუთი). \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nტრენერი: ზარინა ბურკაძე\, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი\, დოქტორი \nმონაწილეთა რაოდენობა: 10-15 \nფორმატი: ონლაინტრენინგი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ივნისი\, 19:00 საათი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlaintreningi-rogor-davtseroth-tsarmatebuli-saproeqto-ganatskhadi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/ogor-davtseroth-nets.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260611T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260611T180000
DTSTAMP:20260610T191539
CREATED:20260609T070553Z
LAST-MODIFIED:20260609T070553Z
UID:10006055-1781193600-1781200800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ნინო აბესაძის მოხსენება „საფუძველი\, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები"
DESCRIPTION:11 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი\, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“. \nუილიამ ჯეიმსის მიხედვით\, რწმენის შეძენა ზოგჯერ აუცილებელი წინაპირობაა ამ რწმენის სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებისთვის. მსგავსი რწმენების მთავარი მაგალითებია რელიგიური და მორალური რწმენა. \nმომხსენებელი ჯეიმსის პოზიციას საფუძველსა და მტკიცებულებას შორის ახალი განსხვავების შემოტანით დააზუსტებს. აჩვენებს\, რომ\, ჯეიმსის მიხედვით\, ადამიანს მტკიცებულების გარეშე დებულების დაჯერების კარგი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში\, თუ თავად რწმენა რელევანტურ მტკიცებულებას წარმოშობს. \nმომხსენებელი ასევე განიხილავს პირობას\, რომლის მიხედვითაც ეს მიდგომა სარწმუნოა მეცნიერულ კონტექსტში\, თუმცა არ არის დამაჯერებელი რელიგიური რწმენის შემთხვევაში. მეცნიერული რწმენა გულისხმობს საჯაროობას\, შედეგების განმეორებადობასა და თვითშესწორებას\, რაც ბრმა რწმენას ეპისტემურად გადამოწმებადს ხდის. რელიგიური რწმენა კი\, როგორც წესი\, პირად და ტრადიციულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული\, რაც თვითდადასტურების შეცდომის რისკებს აჩენს. შესაბამისად\, ჯეიმსის პოზიცია შეიძლება მართებული იყოს მეცნიერული რწმენების\, მაგრამ მცდარი – რელიგიური რწმენების შემთხვევაში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-nino-abesadzis-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/niusi-thatha-tsophurashvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260611T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260611T200000
DTSTAMP:20260610T191539
CREATED:20260608T090734Z
LAST-MODIFIED:20260608T105408Z
UID:10006049-1781204400-1781208000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნეა სოლანდერის საჯარო ლექცია „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპის სამეზობლოში“
DESCRIPTION:11 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვიურცბურგის (გერმანია) იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორანტი ნეა სოლანდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპულ სამეზობლოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს Horizon Europe-ის პროექტ EMBRACE-ის ძირითად მიგნებებზე. პროექტი იკვლევდა ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის პერსპექტივებსა და დაბრკოლებებს ევროპის სამეზობლოში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nea-solanderis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/doqtorant-nea-solanderis-sajaro-leqtsia-gvalia-new1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260612T200000
DTSTAMP:20260610T191539
CREATED:20260609T072133Z
LAST-MODIFIED:20260610T084058Z
UID:10006056-1781290800-1781294400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარა ვესტოვერის „განათლებულის“ ქართული თარგმანის წარდგენა და დისკუსია
DESCRIPTION:12 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „მოუბარი“ გიწვევთ ტარა ვესტოვერის „განათლებულის“\, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემუარების\, განხილვაზე. ეს არის ამბავი გადარჩენაზე\, იმაზე\, როგორ შეუძლია ცოდნას გახსნას სამყაროს კარი. ტარა იზრდებოდა საზოგადოებისგან სრულიად მოწყვეტილ გარემოში\, სადაც არ არსებობდა სკოლა\, ფორმალური განათლება\, მედიცინა და ობიექტური რეალობა\, არსებობდა მხოლოდ აპოკალიფსის მოლოდინსა და ფანატიზმზე აგებული იზოლირებული სამყარო. \nშეხვედრაზე განხილული იქნება როგორც წიგნის მთავარი იდეური მიმართულებები\, ასევე ქართულ ენაზე ტექსტის ადაპტირებისა და თარგმნის სპეციფიკური გამოწვევები. \nპრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ მთარგმნელი ნინო შეყილაძე და რედაქტორი ლია თოფურია. \nმოდერატორი – დათა ხარაიშვილი \nსტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, შეიძინონ ტარა ვესტოვერის „განათლებული“ 20%-იანი ფასდაკლებით. \nდრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tara-vestoveris-ganathlebuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/tsignis-prezentatsia-moubari-New.png
END:VEVENT
END:VCALENDAR