11 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature). მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა. დოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა, […]
14 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში უძრავი ქონების სპეციალისტი თამრიკო ხოტივარი გამართავს შეხვედრას თემაზე „კავშირების დამყარება (Networking)“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“. სპიკერი სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს, როგორ იქმნება პროფესიული კავშირები, რატომ არის networking თანამედროვე შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციასა […]
15 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეშვიდე შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: გიორგი გუნჯუა, ლალუკა გელაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი თინა ჯელია. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]