18 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გაბრიელა პელონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიტერატურული მრავალენოვნება და ტრანსკულტურული მეხსიერება თანამედროვე გერმანულენოვან მწერლობაში“ (“Literary Multilingualism and Transcultural Memory in Contemporary German-Language Literature”). პროფესორი გაბრიელა პელონი მუშაობს ვერონის უნივერსიტეტის უცხოური ენებისა და ლიტერატურის განყოფილებაში გერმანულენოვან კულტურასა და ლიტერატურაზე მეცხრამეტე საუკუნიდან თანამედროვეობამდე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს […]