4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის G106 დარბაზში უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში: არქეოლოგია; სპელეოლოგია; კლიმატოლოგია; გლაციოლოგია; სოციოლოგია და სხვ. ფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო […]