27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკელი მწერალი, პროფკავშირული აქტივისტი და ილიაუნის საპატიო დოქტორი ერიკ ლი მკითხველებს შეხვდება. მწერალი ისაუბრებს საქართველოს შესახებ დაწერილ თავის წიგნებზე და აუდიტორიას გააცნობს ახალ პროექტს, ნაშრომს „სტალინის ბოლო საიდუმლო: ღალატი, შეთქმულება, მეხსიერება“, რომელზეც ამჟამად მუშაობს. ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია, მათ შორისაა სამი […]
28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან. შეხვედრაზე პოეტი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, შემდეგ კი გაიმართება დისკუსია თემაზე „ლიტერატურა, პოლიტიკა და ევროპა. როგორ ვწეროთ შერყეულ სამყაროში?“ („Literatur, Politik & Europa. Wie schreibt es sich in einer Welt aus den Fugen?“). […]