13 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფორმალური და არაფორმალური განათლების ენა ადამიანის სექსუალობის შესახებ: დისკურსის კრიტიკული ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ნათია ანდღულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თანახელმძღვანელი − ქეთი ცოტნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამუშაო ენა: ქართული […]
13 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის („ფილოსოფია“) დოქტორანტი, მათე თევზაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჰეგელის გონივრული არჩევანი: ჰეგელის გონივრული ქმედებისა და გადაწყვეტილების თეორიის ფილოსოფიური შედარება“ (Hegel’s Theory of Rational Action and Decision Theory: A Philosophical Comparison). დოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს […]
14 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამეცნიერო, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებას. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, სეისმური მონიტორინგისა და ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შემდგომი განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია, სტუდენტებისა და მკვლევრების პრაქტიკული უნარების […]
15 ივლისს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ირინა ცერცვაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე: ნატო – ევროკავშირის პარტნიორობა“ (“The Euro-Atlantic Security Architecture Facing the Hybrid Challenge: The NATO-EU Partnership”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 15 ივლისი, 14:00 საათი […]
17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია. პროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე […]
16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ნინო სიფრაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მარგინალიზაცია და ქართული მუსლიმური კონტერპუბლიკების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა აჭარაში“ (Marginalization and the Making of Georgian Muslim Counterpublics in Post-Soviet Ajara). დისერტაციის ძირითადი არგუმენტის მიხედვით, პოსტსაბჭოთა აჭარაში ტრანსნაციონალური რელიგიური განათლების მქონე ქართველი მუსლიმები ისლამის […]
16 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 28-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და კონცერტზე შესრულდება: ქართული ხალხური სიმღერები (მათ შორის ჩონგურის თანხლებით); საეკლესიო გალობა; ქალაქური სიმღერები; უცხოური ფოლკლორის ნიმუშები. გარდა სიმღერებისა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ფერხული და ცეკვა გუნდის წევრების შესრულებით. დრო: 16 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი ეკოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი იოსებ ნატრაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს ხელფრთიანები: სახეობრივი მრავალფეროვნება, გავრცელება და კონსერვაციის გამოწვევები“ (Diversity, Distribution, and Conservation Challenges of Bats in Georgia). სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნათია კოპალიანი, პროფესორი ლევან მუმლაძე და დოქტორი ალექსანდრე ბუხნიკაშვილი (ილიას სახელმწიფო […]
17 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი დავით ცარიელაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოგზაურობა როგორც ამერიკული და ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი პარადიგმა“ (The Journey as a Paradigm of the American and Georgian Modernist Novel). სამეცნიერო ხელმძღვანელი – პაატა ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 17 […]