25, 27 და 28 მაისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“. ვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის, ისე დაავადებების […]
27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“. ნიკოლოზ შენგელაია, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს, სიტყვის […]
28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“. სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ […]
29 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება ახლად დაფუძნებული გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია. გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი კომპლექსურად შეისწავლის მყინვარებს, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს. ცენტრის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის მყინვარების სისტემური მონიტორინგი და გლაციოლოგიური საფრთხეების შეფასება. ცენტრის თაოსნობით განხორციელდება მრავალწლიანი კვლევითი პროგრამები, საერთაშორისო პროექტები, სტუდენტური და სადოქტორო ინიციატივები, ასევე მაღალი […]
29 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება. პროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალების, პოპულარიზაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, რა როლი აქვს ქოფირაითინგს სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შემუშავების, ვებგვერდების შექმნის, ციფრულ კამპანიებსა და […]
30 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ახალგაზრდა მკვლევრების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტ EfxINNOs-ის ფარგლებში გაიმართება ვორკშოპი “Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea” („თანამედროვე საზღვაო მონიტორინგი შავი ზღვის მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის“). მონაწილენი დეტალურად განიხილავენ დისტანციური ზონდირებით ქლოროფილის […]
30 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი” WordPress Tbilisi Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება მეშვიდე შეხვედრა თემაზე „როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს Wordpress-ში“. მომხსენებლები: ალექსანდრე ჩომახიძე, „WordPress სპეციალისტი AI ეპოქაში: კონტენტი, SEO, ავტომატიზაცია და AI Search Readiness“; დიმიტრი გოგელია, „როგორ დავწეროთ WordPress-ის პლაგინი AI-ის დახმარებით“; ნატალია გოგიაშვილი, „AI, როგორც თანადეველოპერი — ჰუმანიტარის გამოცდილება“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW სამუშაო […]