
30 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი” WordPress Tbilisi Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება მეშვიდე შეხვედრა თემაზე „როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს WordPress-ში“.
მომხსენებლები:
ალექსანდრე ჩომახიძე, „WordPress სპეციალისტი AI ეპოქაში: კონტენტი, SEO, ავტომატიზაცია და AI Search Readiness“;
დიმიტრი გოგელია, „როგორ დავწეროთ WordPress-ის პლაგინი AI-ის დახმარებით“;
ნატალია გოგიაშვილი, „AI, როგორც თანადეველოპერი — ჰუმანიტარის გამოცდილება“.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 30 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.