4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის G106 დარბაზში უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში: არქეოლოგია; სპელეოლოგია; კლიმატოლოგია; გლაციოლოგია; სოციოლოგია და სხვ. ფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო […]
7 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში მარი ნუცუბიძე გამართავს შეხვედრას თემაზე „შეფასება და სამოტივაციო წერილი“. სტუდენტები გაეცნობიან შეფასების პროცესის მნიშვნელობას და სამოტივაციო წერილის სწორად ფორმირების პრაქტიკულ ასპექტებს. სპიკერის შესახებ მარი ნუცუბიძე თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციების მენეჯერია საბანკო-საფინანსო […]
7 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი თამაზ თოხაძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“. პოლარიზაცია, ფართო გაგებით, გულისხმობს ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრ დაშორებას. მოხსენებაში მკვლევარი პოლარიზაციას ძირითადად განიხილავს ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ, მაგალითად, ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორებიცაა რწმენები ვაქცინაციის ეფექტიანობის […]
8 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეექვსე შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტები: ნინა ბოკუჩავა, მანო ერემაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი მარიამ ბახტაძე. შეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ, სტუდენტები კი მის ლიტერატურულ […]