20-24 აპრილს, 14:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდიაში პორტუგალიელი პიანისტი, მუსიკოლოგი ალფონსო ბენეტი წაიკითხავს ლექციების კურსს. თემები: მხატვრული კვლევა: წარმოშობა და კონსოლიდაცია; მხატვრული კვლევა და მუსიკალური ექსპერიმენტი: Capdeville XXI; მხატვრული კვლევა და არტივიზმი: ჩრდილების ქორეოგრაფია; მხატვრული კვლევა და ტექნოლოგიური მიდგომა მუსიკაში: TransVariations. ალფონსო ბენეტი ავეიროს უნივერსიტეტის მკვლევარია. 2008 წლიდან არის INET-md-ის წევრი. მისი საქმიანობის […]
21 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ეკოლოგიის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ილია აკობია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “Subalpine Birches (Betula spp.) of the South Caucasus: Spatial Structure in the Context of Global Climate Change”. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბაცაცაშვილი სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21 აპრილი, 15:00 საათი […]
22 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები, დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მექანიზმები“. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში იმართება. მისი მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენცია, რაც ერთგვაროვანი დანაშაულების (ჩადენის დროის, ხერხის, დამნაშავის ასაკისა თუ სხვა გარემო […]
23 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით დაიწყება პროექტის Level UP მესამე ნაკადი. Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. პირველი შეხვედრის სტუმარია ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების […]
23 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“. მომხსენებელი ისაუბრებს ანტონ კათალიკოსის ორ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „სპეკალსა“ და „კატეგორია სიმეტნეზე“. განიხილავს ამ ტექსტებში არსებულ არისტოტელეს იდეებს და ახსნის, რა ადგილი უკავია მათ მსოფლიო […]
24 აპრილს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“. ღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი. შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები მოკლედ მიმოიხილავენ სვანური და მეგრული ენების გრამატიკულ, ლექსიკურ თუ ფონეტიკურ თავისებურებებს. იტალიური კულტურის ცენტრის მიერ მოწვეული სტუმრები ლუკა პასკუალი და დავიდე […]
24 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეოთხე შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები ნინი მიქელაძე და მარიამ გორგილაძე, ამავე მიმართულების მაგისტრანტები ანი დიდიშვილი და ქეთი ევსია. ივა ფეზუაშვილი ისაუბრებს საკუთარ ნაწარმოებთა შექმნისა და თემატიკის შესახებ, […]
25 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება Tbilisi WordPress Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის მორიგი შეხვედრა თემაზე „SEO ოპტიმიზაცია“. სპიკერები: დიმიტრი ჭიჭინაძე, Leverage-ის SEO მენეჯერი SEO for WordPress: რეალური შეცდომები, რომლებიც კლავს ტრაფიკს ნინო მჭედლიშვილი, პორტალის თანადამფუძნებელი, SEO ექსპერტი როგორ ვაქციოთ WordPress საიტი საძიებო სისტემებისთვის ეფექტურ პლატფორმად SEO + AEO + GEO პრაქტიკაში […]