8 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის სხდომათა დარბაზში (N201/202) გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა წაიკითხავს მოხსენებას „სამონეტო ემისიების ახალი ცენტრი: თურქ-სელჩუკების ფორპოსტი საქართველოში“. მოხსენება ეფუძნება ეპიგრაფიკულ და სრულიად აქამდე გამოუქვეყნებელ ნუმიზმატიკურ მასალას. ახალი პირველწყაროები განსხვავებულად წარმოგვიდგენს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიას XI საუკუნის […]
16 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე. შეხვედრა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული სამაგისტრო პროგრამით და სურს დეტალურად გაეცნოს სასწავლო პროცესსა და პროგრამის დასრულების შემდეგ არსებულ შესაძლებლობებს. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, ლექტორებისგან მოისმინონ დეტალური ინფორმაცია პროგრამის უპირატესობების შესახებ და მიიღონ პასუხები მათთვის […]
17 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. დღის წესრიგი: კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეექვსე ტურის გამარჯვებულთა დაჯილდოება; იტალიურ-ქართული სასწავლო ონლაინლექსიკონის წარდგენა. ლექსიკონი შეიქმნა იტალიურ გამომცემლობა „ძანიკელისთან“ თანამშრომლობით. გამოცემის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებს „ძანიკელის“ რედაქტორი, დოქტორი ჯონ ჯონსონი. სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური […]
17 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მესამე შეხვედრაზე ზაირა არსენიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრებს სოფიო არსენიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი დიანა თხინვალელი, ამავე მიმართულების მაგისტრანტები – ნინი ბუკია და ანკა გიორგიობიანი, ასევე დოქტორანტი ნინა ბოკუჩავა. სამუშაო ენა: ქართული დრო: 17 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი […]
17 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქტიული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები, კომუნიკაცია და კულტურა – რაზე ვსაუბრობთ?“. ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რა ახასიათებს ბიზნესს ავსტრიასა და საქართველოში დღეს; რა გავლენას ახდენს საერთაშორისო მოვლენები და კულტურული განსხვავებები ბიზნესზე; რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერკულტურული კომუნიკაციის დროს კორპორაციულ კონტექსტში; როგორია მუშაობის ავსტრიული სტილი […]
18 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში“ ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია ფიზიკაში. კონფერენციაზე თითოეული მოხსენებისთვის განსაზღვრულია 10 წუთი. მონაწილეობის მსურველებმა პრეზენტაციის ფაილი (PDF ან PPT ფორმატში) 11 აპრილის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: physicsoutreach@iliauni.edu.ge მიღებული განაცხადების […]