
17 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქტიული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები, კომუნიკაცია და კულტურა – რაზე ვსაუბრობთ?“.
ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
მომხსენებლები:
პროფესორი ალექსანდერ ბურკა (PhD, M.A.) – ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციის პროფესორი. უძღვება საერთაშორისო კომპეტენციების, ინტერკულტურული მენეჯმენტის კურსებს. აქვს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში მუშაობის 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება.
პროფესორი ნინა ტრინკლი – ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის დირექტორი. ხელმძღვანელობს კურსებს სტრატეგიულ მენეჯმენტში, საერთაშორისო მარკეტინგსა და კვლევის მეთოდებში. აქვს 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება როგორც უმაღლეს განათლებაში, ისე სამომხმარებლო მარკეტინგის, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის მიმართულებით.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 17 აპრილი, 19:00-21:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
დასწრება თავისუფალია.