
8 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის სხდომათა დარბაზში (N201/202) გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა წაიკითხავს მოხსენებას „სამონეტო ემისიების ახალი ცენტრი: თურქ-სელჩუკების ფორპოსტი საქართველოში“.
მოხსენება ეფუძნება ეპიგრაფიკულ და სრულიად აქამდე გამოუქვეყნებელ ნუმიზმატიკურ მასალას. ახალი პირველწყაროები განსხვავებულად წარმოგვიდგენს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიას XI საუკუნის უკანასკნელ მესამედში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8 აპრილი, 17:00-18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, სხდომათა დარბაზი N201/202, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.