20 ნოემბერს,16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი) სწავლის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 2018- 2019 აკადემიური წლისათვის შემდეგ დისციპლინებში: ბიზნესი კოგნიტური მეცნიერება (PhD) ეკონომიკა გარემოს დაცვა და პოლიტიკა გენდერული კვლევები ისტორია საერთაშორისო ურთიერთობები სამართალი […]
20 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დიდი ანგლოამერიკელი პოეტისა და კრიტიკოსის, ტომას სტერნზ ელიოტის, ესეების კრებულის „საღვთო ტყე“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა და წელს გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. პრეზენტაციაზე კრებულის შესახებ მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები: დავით ცარიელაშვილი, ლევან ინაური, ნოდარ გოცირიძე, მაგისტრანტი […]
20 ნოემბერს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ინტენსიურ (სამთვიან)კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. დრო: 20 ნოემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
21 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „126 წლის გალაკტიონი“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: გალაკტიონის წინათგრძნობა გალაკტიონამდელ წარსულში – აკაკისა და ბარათაშვილთან, გალაკტონი მისი შემდგომი თაობების პოეტებთან. დრო: 21 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. […]
22 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და ილიაუნის სტუდენტ თენგიზ კალანდაძის ორგანიზებით საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მარცხნივ თუ მარჯვნივ? სოციალურ-ეკონომიკური უფლებები ახალი კონსტიტუციის მიხედვით“. დრო: 22 ნოემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ უდიდესი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის (1859-1950) „პანის“ ახალი ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. ამ ტექსტს კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მასში სრულად და ზუსტად აისახა მწერლის შემოქმედების მთავარი თემები – თემა სიყვარულ-სიძულვილისა და ზეადამიანისა, რომელსაც […]
24 ნოემბერს, 11:30 საათზე, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია „უნიფუდში“ გაიმართება ხმელთაშუა ზღვის კერძების პრეზენტაცია. ღონისძიებას აწყობს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) ერაზმუს + კოორდინატორი ანჯელა ფატორეტი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლო მერენდინო. პრეზენტაციას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი და სხვ. დრო: 24 ნოემბერი, 11:30 საათი ადგილმდებარეობა: „უნიფუდი“ […]
24 ნოემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯში (ბელგია/პოლონეთი) სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით. ევროპის კოლეჯი ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი). შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები: ვარშავის (პოლონეთი) კამპუსი: ევროპათმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა (შემდეგი სპეციალობებით – ევროპის ისტორია და ცივილიზაცია; […]
24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში პროფ. კონსტანტინე ბრეგაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მოდერნის ეპოქის დიაგნოზი და პროგნოზი გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილში“. დრო: 24 ნოემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გ. წერეთლის ქ.N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფობიები და საქართველოს ეროვნული ნარატივი“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: როგორ და რატომ ყალიბდება ფობიები საზოგადოებაში, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში და საქართველოს ეროვნული ნარატივი რამდენად დგას ამ ფობიებზე. […]
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეხუთე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]