
24 ნოემბერს, 11:30 საათზე, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია „უნიფუდში“ გაიმართება ხმელთაშუა ზღვის კერძების პრეზენტაცია.
ღონისძიებას აწყობს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) ერაზმუს + კოორდინატორი ანჯელა ფატორეტი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლო მერენდინო.
პრეზენტაციას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი და სხვ.
დრო: 24 ნოემბერი, 11:30 საათი
ადგილმდებარეობა: „უნიფუდი“ (ქ.ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი
[wpai_display_imported_files_here]