
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფობიები და საქართველოს ეროვნული ნარატივი“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: როგორ და რატომ ყალიბდება ფობიები საზოგადოებაში, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში და საქართველოს ეროვნული ნარატივი რამდენად დგას ამ ფობიებზე.
დრო: 24 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]