ხმელთაშუა ზღვის კერძების პრეზენტაცია „უნიფუდში“

24 ნოემბერს, 11:30 საათზე, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია „უნიფუდში“ გაიმართება ხმელთაშუა ზღვის კერძების პრეზენტაცია. ღონისძიებას აწყობს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) ერაზმუს + კოორდინატორი ანჯელა ფატორეტი და […]

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიებთან დაკავშირებით

24 ნოემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯში (ბელგია/პოლონეთი) სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით. ევროპის კოლეჯი ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს […]

კოკა ბრეგაძის საჯარო ლექცია: „მოდერნის ეპოქის დიაგნოზი და პროგნოზი გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილში“

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში პროფ. კონსტანტინე ბრეგაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მოდერნის ეპოქის დიაგნოზი და პროგნოზი გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილში“. დრო: 24 ნოემბერი, 18:00 […]

მალხაზ სონღულაშვილის საჯარო ლექცია

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფობიები და საქართველოს ეროვნული ნარატივი“. მომხსენებელი განიხილავს […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეხუთე ქებას.  შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა […]