
20 ნოემბერს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ინტენსიურ (სამთვიან)კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
დრო: 20 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]