28 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, კომპანიის - JAPANESE TOBACCO INTERNATIONAL (JTI) - იურიდიული განყოფილების დირექტორი, დავით თომაძე, წაიკითხავს საჯარო ლექცია თემაზე: „Change management: Your role as a leader“. მომხსენებლის შესახებ დავით თომაძემ 2004 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჰელსინკის უნივერსიტეტში, […]
28 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება თამარ ტაბახმელაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“. განსახილველი საკითხებია: რა არის აუტიზმის სპექტრი; მოკლედ დიაგნოსტიკის კრიტერიუმების შესახებ; რამდენიმე ცნობილი პიროვნება აუტიზმის ისტორიაში; შეიძლება თუ არა საუბარი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებზე, […]
3-28 აპრილს, პრეაქსელერატორი Zoomout ყველა დაინტერესებულ მსურველს სთავაზობს სტარტაპ-სესიებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს დამწყებსა თუ მოქმედ მეწარმეებს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში. გარდა ცოდნის მიღებისა, აღნიშნული ტრენინგების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა აღნიშნულ სფეროში მყოფი ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება. ამიტომაც, ის ღიაა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის. ტრენინგების განრიგი ტრენერი: დავით ჩეჩელაშვილი სახელწოდება: როგორ ვითარდება ტექნოლოგიები თემატიკა: […]
1-ლ აპრილს, პარასკევს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, E207 აუდიტორიაში, გაიმართება ილიაუნის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია. დღის წესრიგი დრო: 18:30 საათი პრეზენტაციის გახსნა, მისალმება დრო: 18:35 საათი მომხსენებელი: ნინო ჯავახიშვილი, ინსტიტუტის დირექტორი თემა: 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია დრო: 18:45 საათი მომხსენებელი: ნინო ჯავახიშვილი, ინსტიტუტის დირექტორი თემა: საზომი ინსტრუმენტების ვალიდაცია დრო: 18: 55 საათი მომხსენებელი: ნინო სხირტლაძე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი / მკვლევარი თემა: იდენტობის განვითარების კვლევის ამჟამინდელი მონაცემები და სამომავლო განვითარება დრო: 19:05 საათი მომხსენებელი: ირაკლი ქავთარაძე, პროექტის კოორდინატორი თემა: პროექტის - „დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და განვითარება“ - პრეზენტაცია დრო: 19:15 საათი ფურშეტი პრეზენტაციის დრო: 1-ლი აპრილი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
28-30 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ატარებს ტრენინგების ციკლს სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები". ტრენინგების განრიგი და თემატიკა დრო: 28 მარტი, 17:00 საათი თემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები ტრენერი: ეკა ლეფსვერიძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი დრო: 29 მარტი, 17:00 საათი თემა: ინოვაციური მეწარმეობა ტრენერი: თათია ბრეგვაძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი დრო: 30 მარტი, 17:00 საათი თემა: ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები ტრენერი: თეონა ბებია, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტისა და ლიცენზირების სპეციალისტი ტრენინგების ყველა მონაწილეს გადაეცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები უნდა […]
28 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) - თანამშრომლობით, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: გენდერული თანასწორობის საკითხები ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით. მომხსენებელი: სოფო ჯაფარიძე - საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; მოდერატორი: თამარ გურჩიანი - […]
29 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, ფრანგი პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ჟაკ გოდიე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვიქტორ ჰიუგო - თავისუფლებისთვის მებრძოლი“. ლექციის ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) დრო: 29 მარტი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
29 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ყოველთვიური საჯარო ლექციების ფარგლებში, პროფესორი ქეთევან მაყაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ანტიციპაციის პროცესი ბავშვის სწავლების, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკაში“. ანტიციპაცია, ანუ ხდომილების ინდივიდური პროგნოზი და შესაბამისი მზადყოფნა, სიცოცხლისუნარიანობის ძირითადი ატრიბუტია. არსებითია მიზნობრივი კავშირი ანტიციპაციასა და განათლების ფართო გაგებას შორის, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება იყოს ფორმულირებული: „განათლება […]
30 მარტს, 13:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, წაიკითხავს საჯარო ლექციას: თანამედროვე ორგანიზაციების მიღწევები და გამოწვევები. ლექციის ფარგლებში, განიხილება შემდეგი თემები: რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გახდე წარმატებული ლიდერი; როგორ უნდა გადაჭრა პრობლემა ისე, რომ ის წარმატებულ ქეისად იქცეს; […]
30 მარტსა და 6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, „Steinway & Sons“-ის პირველი პრემიის მფლობელი, ნინო კოტრიკაძე ჩაატარებს ტრენინგებს ილიაუნის სტუდენტებისთვის. ტრენინგების მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი საკონცერტო და საფესტივალო ცხოვრების მართვაში, კერძოდ კი, ისეთი ჩვევების გამომუშავებაში, როგორებიცაა: შემოქმედებითი ბიოგრაფიის დაწერა, საკუთარი ვებგვერდის კონცეფციის […]
31 მარტს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“, ილიაუნის პოეზიის კლუბის ორგანიზებით, საბაკალავრო კურსის - „რა არის პოეზია; პოეტები და მუზები" - ფარგლებშიმთარგმნელი დალილა გოგია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სიყვარულის მრავალკუთხედი: ტედ ჰიუზი - სილვია პლათი - ასია ვევილი. მთარგმნელი წაიკითხავს სილვია პლათისა და ტედ ჰიუზის ქართულთარგმანებსაც. დრო: 31 მარტი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ.#32) დასწრება თავისუფალია.
31 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები“. შეხვედრის ფარგლებში, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევრები, გიორგი მუმლაძე და გიორგი ნონიაშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. დღის წესრიგი გიორგი მუმლაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. თემა: საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა. […]
31 მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ ახალი ლიტერატურული სერიის პრეზენტაციაზე. სერიაში - სახელწოდებით, „ლიტერატურული ოდისეა“, თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება. აღნიშნული სერიით უკვე გამოვიდა: მიშელ უელბეკის „პლატფორმა“, ჰერმან […]
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით, იწყება ლექციათა ციკლი საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. სალექციო კურსი მომზადებულია სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებისა და ორგანიზატორების მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; […]
1-ლ აპრილს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”, პროექტის - “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი” - ფარგლებში, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: “აღიარება და აღიარების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში”. მომხსენებელი ისაუბრებს აღიარების ცნების მნიშვნელობაზე, რომელიც ისტორიულ სათავეს კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიაში იღებს. ანდრეას არნდტი შეეცდება, თანამედროვე კონტექსტში წარმოაჩინოს აღიარების […]
1-ლ აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, სამართლის სკოლის და კლუბ სტუდენტური სასამართლოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია: ვალუტის გაცვლითი კურსის რეგულირების სამართლებრივი გარემო. დისკუსიას გაუძღვება ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ირაკლი კალანდაძე და ეროვნული ბანკის იურისტი გიორგი ძიგუაშვილი. საჯარო დისკუსიაზე განიხილება შემდეგი თემები: 1.გაცვლით კურსის რეგულირებასთან დაკავშირებული […]
1-ლ აპრილს, 19 :00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ჯანდაცვის სფეროში საქართველოში და საზღვარგარეთ მუშაობის/კონსულტაციის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, დავით გზირიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება". მომხსენებელი განიხილავს ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. დრო: 1-ლი აპრილი, 19 :00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
2-3 აპრილს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენტრი ინგლისური ენის წარმატებული სწავლებისათვის“ (CETE/TESOL) საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, საშუალო სკოლების მასწავლებლებსა და სტუდენტებს გიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებელთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „ინგლისური ენის სწავლება და კვლევა“. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cete08@gmail.com რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 31 მარტი. დრო: 2-3 […]
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. 2011 წლიდან, ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს საქართველოს აუტიზმის ასოციაცია საზოგადოებრივი ღონისძიებებით, კონცერტებითა თუ კონფერენციებით. წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ჩეხეთის „კარიტასის“, მშობლების, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ურთიერთთანამშრომლობითა და მონაწილეობით, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: ღონისძიებათა განრიგი: 28 მარტი 14:00 საათი თამარ ტაბახმელაშვილის საჯარო […]
2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ჩეხეთის „კარიტასისა“ და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სერვისების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, შედგება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის - „აუტიზმის სპექტრის დარღვევის ადრეული იდენტიფიკაცია, შეფასება და აბილიტაცია საქართველოში“ - შედეგების […]
2 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”, პროექტის - “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი” - ფარგლებში, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: “ლენინის მიერ ჰეგელიანური მარქსიზმის ინტერპრეტირება”. მოხსენების ძირითადი თემატიკაა ვლადიმერ ლენინის მიერ დამუშავებული ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მნიშვნელობის წარმოჩენა მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმის ხელახალი გადააზრებისთვის, რომელმაცცხადყო, რომ კარლ მარქსის დიალექტიკის […]