
2-3 აპრილს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენტრი ინგლისური ენის წარმატებული სწავლებისათვის“ (CETE/TESOL) საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, საშუალო სკოლების მასწავლებლებსა და სტუდენტებს გიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებელთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „ინგლისური ენის სწავლება და კვლევა“.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cete08@gmail.com
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 31 მარტი.
დრო: 2-3 აპრილი, 10:00-15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
[wpai_display_imported_files_here]