Loading Events

« All Events

  • This event has passed.

JTI-ის იურიდიული განყოფილების დირექტორის, დავით თომაძის, საჯარო ლექცია: Change management: Your role as a leader

მარტი 28, 2016 / 13:00

28 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, კომპანიის – JAPANESE TOBACCO INTERNATIONAL (JTI) – იურიდიული განყოფილების დირექტორი, დავით თომაძე, წაიკითხავს საჯარო ლექცია თემაზე: „Change management: Your role as a leader“.

მომხსენებლის შესახებ

დავით თომაძემ  2004 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჰელსინკის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2007 წელს; ხოლო2012 წელს დაასრულა ბოსტონის სამართლის სკოლა. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე (2012-2013), საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე (2008-2012), საქართველოს იუსტიციის სამინისტროში – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის მრჩევლისა (2004-2007) და სახელმწიფო წარმომადგენლის (2007-2008) პოზიციებზე. ამჟამად „ჯეი-თი-აი კავკასუსის“ იურიდიული განყოფილების დირექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

დრო: 28 მარტი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 28, 2016
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: