
28 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება თამარ ტაბახმელაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“.
განსახილველი საკითხებია:
მომხსენებლის შესახებ:
თამარ ტაბახმელაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ნორვეგიული ენის სამწლიანი პროგრამა. 2001 წელს, ოსლოს უნივერსიტეტის მიწვევით, სწავლა განაგრძო ლინგვისტიკის ფაკულტეტზე, თავდაპირველად ნორვეგიული ენისა და ლიტერატურის, შემდეგ კი გამოყენებითი ლინგვისტიკის განხრით. 2008 წელს დაამთავრა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა, 2009-2010 წლებში მიიღო სპეციალიზაცია წერა-კითხვის უნარის დარღვევის მიმართულებით, 2009-2011 წლებში კი გაიარა გადამზადება ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით. 2015 წელს დაეუფლა ფსიქოლინგვისტიკასა და ნეიროლინგვისტიკას ტრონდჰეიმის (ნორვეგია) უნივერსიტეტთან არსებულ ენის ათვისებისა და პროცესირების ლაბორატორიაში (Language Acquisition and Language Processing Lab). 2012 წლიდან ოსლოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტია და, სადოქტორო პროექტის ფარგლებში, იკვლევს ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. კვლევა მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტთან (LanPercept – Language and Perception) და ნორვეგიის აუტიზმის ცენტრთან პარტნიორობით.
დრო: 28 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
[wpai_display_imported_files_here]