Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პროექტების პრეზენტაცია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს

აპრილი 2, 2016 / 15:00

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ჩეხეთის „კარიტასისა“ და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის – „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სერვისების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში, შედგება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის – „აუტიზმის სპექტრის დარღვევის ადრეული იდენტიფიკაცია, შეფასება და აბილიტაცია საქართველოში“ – შედეგების პრეზენტაცია.

მომხსენებელი: გიორგი გიორგაძე.

ასევე მოეწყობა ვიდეოკლიპის – „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“ – ჩვენება და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარის (M-CHAT-R) ელექტრონული ფორმის და ვებგვერდის პრეზენტაცია.

დრო: 2 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 2, 2016
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: