2 ნოემბერს, 9:30-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - ენისა და მეტყველების თერაპია: თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები საქართველოში (Speech and Language Therapy: Contemporary Approaches and Perspectives in Georgia). წელიწად-ნახევარზე მეტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს პორტიჯის ასოციაციასთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, ენისა და მეტყველების თერაპიის […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 15 ნოემბერს, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ყველაზე აქტიური 42 მოსწავლე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ეწვევა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის მოზარდებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 10 -17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება STEM ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის. ღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ. გადმოგეცემათ ილიაუნის სიმბოლიკიანი სუვენირები. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო […]
2 ნოემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე: "დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად”. ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab თქვენს იდეებს რეალურ პროდუქტებად აქცევს, ამაში კი FabLab-ის პროფესიონალი და გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან. FabLab Iliauni საუკეთესო შესაძლებლობაა მეიქერებისა და კრეატიული ადამიანებისთვის, აქციონ იდეა შემოსავლიან ბიზნესად! განსახილველი […]
2015 წლის 3-5 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის - Mobilities for Innovation and Development (MID) - შემაჯამებელ კონფერენციას ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტთან - Whole Europe Beyond Borders (WEBB) - თანამშრომლობით, რომლის კოორდინატორია ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია). კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით. […]
3 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების […]
4 ნომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: სიყვარული “ვეფხისტყაოსანში”, როგორც შემეცნების უმთავრესი ძალა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ცოდნა და სიყვარული; ხე ცნობადისა და ხე სიცოცხლისა; “მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”; “სიყვარული აგვამაღლებს”; “სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ”; ”ვეფხისტყაოსანი” და ქრისტიანობა; […]
5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი მარიუს ციოლკოვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას ინკების ცივილიზაციის შესახებ:"Coropuna and Solimana: looking for the oracles of the Sacred Mountains of the Incas". ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. დრო: 5 ნოემბერი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:00-დან 15:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტისა და ანალიტიკური ცენტრის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - ერთობლივი პრეზენტაცია თემაზე: „მცენარეული ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები: ნარჩენი ბიომასის რაოდენობის და განთავსების საველე სამუშაოების შედეგები და შესაბამისი […]
5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში, მანანა სიფრაშვილის ორგანიზებით, მოეწყობა პრეზენტაცია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში. პრეზენტაციას წარმოადგენენ ილიაუნის სტუდენტები ქართულ ენაზე. ლექციების კურსს ხელმძღვანელობს ნინო ჩიკვილაძე. დრო: 5 ნოემბერი, 14:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) დასწრება თავისუფალია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება FabJam Iliauni. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის - FabLab Iliauni - ორგანიზებით. პროექტის პარტნიორია კომპანია “ახალი ნათება”. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული და ინოვაციური დიზაინის სანათების შექმნაში შეეჯიბრებიან. მათ ექნებათ საშუალება, თავიანთი […]
5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ქალბატონ მაიათოდუასთან. საუბრის თემა: "მტვერი და კლიმატი". მომხსენებელი განიხილავს მტვერსა და კლიმატს შორის კავშირს. მტვერი, სათბურის გაზებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე და, შესაბამისად, ეკოლოგიასა და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე. ჰაერში შეწონილიმტვრის ნაწილაკები (აეროზოლები) არის როგორც ბუნებრივი […]
9, 10, 12 და 13 ნოემბერს, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში წარმართავს ლექციათა ციკლს, რომელიც მიეძღვნება XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში ისეთ საკვანძო ფიგურებს, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი, ერნსტ ბლოხი, თეოდორ ადორნო და მიშელ ფუკო. ამ მოაზროვნეების მიდგომათა […]