
4 ნომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: სიყვარული “ვეფხისტყაოსანში”, როგორც შემეცნების უმთავრესი ძალა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ცოდნა და სიყვარული; ხე ცნობადისა და ხე სიცოცხლისა; “მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”; “სიყვარული აგვამაღლებს”; “სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ”; ”ვეფხისტყაოსანი” და ქრისტიანობა; წმინდა გიორგის რაინდული ნაკადი საქართველოში; გრაალი ”ვეფხისტყაოსანში”.
დრო: 4 ნომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]