
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება FabJam Iliauni. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის – FabLab Iliauni – ორგანიზებით. პროექტის პარტნიორია კომპანია “ახალი ნათება”.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული და ინოვაციური დიზაინის სანათების შექმნაში შეეჯიბრებიან. მათ ექნებათ საშუალება, თავიანთი იდეები FabLab Iliauni-ში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გარდაქმნან რეალურ პროდუქტებად. მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება, აქსელერაციის აკადემიაში მიიღონ დამატებით საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პირადი განვითარებისთვის.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მთავარია, მონაწილე იყოს კრეატიული და ჰქონდეს სიახლის შექმნის სურვილი და მოტივაცია. მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გაქვთ იდეა ან არ გყავთ გუნდი. პროექტის ფარგლებში, გექნებათ საშუალება, მოიფიქროთ იდეა ან თქვენი იდეის განსახორციელებლად იპოვოთ ადამიანი (მონაწილეებს ექნებათ დრო კომუნიკაციისთვის გუნდებად ჩამოყალიბებისას).
გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისგან.
პროექტის ჩატარების ადგილი და დრო
გამარჯვებულები და პრიზები
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.
სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 9 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]