BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151102T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151102T093000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151026T082141Z
LAST-MODIFIED:20240202T072747Z
UID:10003323-1446456600-1446456600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია - ენისა და მეტყველების თერაპია: თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები საქართველოში
DESCRIPTION:2 ნოემბერს\, 9:30-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – ენისა და მეტყველების თერაპია: თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები საქართველოში (Speech and Language Therapy: Contemporary Approaches and Perspectives in Georgia).\nწელიწად-ნახევარზე მეტია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი\, საქართველოს პორტიჯის ასოციაციასთან ერთად\, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით\, ენისა და მეტყველების თერაპიის თანამედროვე აკადემიური პროგრამის მომზადებაზე მუშაობს.\nკონფერენცია მიზნად ისახავს უკვე გაწეული სამუშაოს შეჯამებას და ქართველი და უცხოელი კოლეგების ერთობლივ მსჯელობას ენისა და მეტყველების თერაპიის სპეციალობის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში. \nკონფერენციაზე\, პროექტში ჩართული პარტნიორები გრონინგენის (ჰოლანდია)\, ავეიროს (პორტუგალია) და ზაგრების უნივერსიტეტებიდან\, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან\, წარმოადგენენ მოხსენებებს ენისა და მეტყველების თერაპიის შემდეგ საკვანძო საკითხებზე: \n\nმეტყველების დარღვევების თერაპიის თანამედროვე მიდგომები;\nაფაზიის შედეგები აფაზიის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ;\n ენისა და მეტყველების თერაპიის სწავლების 50-წლიანი გამოცდილება ზაგრების უნივერსიტეტში;\nკომუნიკაცია მეტყველების გარეშე\, ინტერაქტიური მიდგომა ფუნქციური კომუნიკაციისადმი;\nკომუნიკაციური პარტნიორის როლი მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე ბავშვბისათვის.\n\n2 ნოემბერს\, საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. \n3 ნოემბერს\, 10:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 აუდიტორიაში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა\, რომელზეც ენის და მეტყველების თერაპიის განვითარების სამუშაო ჯგუფის ქართველი და უცხოელი პარტნიორები დარგის მომავალი განვითარების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-enisa-da-metqhvelebis-therapia-thanamedrove-midgomebi-da-perspeqtivebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17569.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151102T104800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151102T104800
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151102T064855Z
LAST-MODIFIED:20240202T072740Z
UID:10003321-1446461280-1446461280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მოსწავლეები აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ესტუმრებიან
DESCRIPTION:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით\, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში\, 15 ნოემბერს\, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ყველაზე აქტიური 42 მოსწავლე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ეწვევა.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი არის პროექტი\, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის მოზარდებში: \n\nსაბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას;\nსამყაროს შესწავლისა და შეცნობის სურვილის გაზრდას;\nცოდნის და უნარების გაზიარების სურვილის გაზრდას;\nთანამედროვე მსოფლიოში მეცნიერების როლის გათვითცნობიერებას;\nბავშვების\, მოზარდების და მასწავლებლების ჩართვას სასწავლო პროცესში\n\nსაბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების გამოყენებით.\nამჟამად\, ილიაუნის ახალგაზრდა კლუბების წევრია: \n\n35 სკოლა;\n35 მასწავლებელი\n500-მდე მოსწავლე\n\nახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsnierebisa-da-inovatsiebis-saerthashoriso-kvireulis-pharglebshi-akhalgazrda-mkvlevartha-klubebis-qselis-mostsavleebi-abasthumnis-astrophizikur-observatorias-estumrebian/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17644.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151102T105000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151102T105000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151102T065014Z
LAST-MODIFIED:20240202T072731Z
UID:10003319-1446461400-1446461400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის STEM ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში
DESCRIPTION:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით\, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – საქართველო 2015. \nკვირეულის ფარგლებში\, 10 -17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება STEM ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის. \nღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა\, რომელიც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ. გადმოგეცემათ ილიაუნის სიმბოლიკიანი სუვენირები. \nღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 7 ნოემბრისა. \n\nსარეგისტრაციო ფორმა\n\nSTEM ღია კარის დღის განრიგი \n\nმისალმება\, სასწავლო ტურის პროგრამის გაცნობა;\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პრეზენტაცია;\nვიზიტი ილიაუნის ლაბორატორიებში (ილიაუნის G კორპუსი);\n ვიზიტი ფაბლაბში (ილიაუნის S კორპუსი);\nვიზიტი გეიმლაბში (ილიაუნის H კორპუსი);\nილიაუნის აუდიტორიების\, ბიბლიოთეკის\, უნიფუდის გაცნობა.\n\nღია კარის დღეზე დასწრების რეგისტრირებულ მსურველებს დავუკავშირდებით და შევატყობინებთ ღია კარის დღის ჩატარების დროს და დეტალებს. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-stem-ghia-karis-dgheebi-abiturientebisthvis-metsnierebisa-da-inovatsiebis-saerthashoriso-kvireulis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17646.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151102T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151102T160000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151029T102149Z
LAST-MODIFIED:20240202T072727Z
UID:10003317-1446480000-1446480000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად - საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:2 ნოემბერს\, ორშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე: “დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად”. \nილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab თქვენს იდეებს რეალურ პროდუქტებად აქცევს\, ამაში კი FabLab-ის პროფესიონალი და გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან. \nFabLab Iliauni საუკეთესო შესაძლებლობაა მეიქერებისა და კრეატიული ადამიანებისთვის\, აქციონ იდეა შემოსავლიან ბიზნესად! \nგანსახილველი თემები: \nრა არის Fab Lab? \n\nსამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია\, სადაც წარმოდგენილია დანადგარები: ლაზერული მჭრელი\, 3D პრინტერი\, CNC და სხვა.\n\nრა არის კრეათონი? \n\n კრეათონი არის პროცესი\, რომლის დროსაც მონაწილეები ქმნიან გუნდებს და მუშაობენ იდეებზე\, რომლებსაც აქცევენ პროდუქტად Fab Lab-ის დახმარებით და შემდეგ გაყიდიან.\n\nრა არის მენტორშიპი? \n\n პროცესი\, როდესაც შექმნილ გუნდებს რჩევებს აძლევენ გამოცდილი ადამიანები.\n\nვინ იქნებიან მენტორები? \n\nთემურ მაისურაძე – პარლამენტის წევრი\nალექსანდრე ცინცაძე – ”სოლარის ინვესტმენტი”\nვახო ვახტანგიშვილი – სარეკლამო კომპანია “ლივინგსტონის” დამფუძნებელი\n\nგთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე :https://goo.gl/YVuOye\n\nშეხვედრის დრო: 2 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/daitsqhe-biznesi-fablab-than-erthad-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17625.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151103T154200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151103T154200
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151103T114212Z
LAST-MODIFIED:20240202T072725Z
UID:10003315-1446565320-1446565320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია
DESCRIPTION:2015 წლის 3-5 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის – Mobilities for Innovation and Development (MID) – შემაჯამებელ კონფერენციას ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტთან – Whole Europe Beyond Borders (WEBB) – თანამშრომლობით\, რომლის კოორდინატორია ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია). კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით. შეხვედრას გაუძღვებიან ორი პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. \nკონფერენციის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციისა და განვითარებისთვის საერთაშორისო მობილობების\, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლების მნიშვნელობის ხაზგასმა. ღონისძიებაზე განხილული იქნება გაცვლითი პროექტების შედეგად მიღებული გამოცდილების გავლენა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე\, ასევე\, საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის პროექტებში უნივერსიტეტების მონაწილეობის მნიშვნელობა ინოვაციისა და განვითარების ხელშეწყობისათვის. \nერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტი – Mobilities for Innovation and Development (MID) – ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) კოორდინირებით ხორციელდება 2012 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში ჩართული ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. MID-ის ფარგლებში 2012-2016 სასწავლო წლებში განხორციელდა 30-მდე მობილობა კონსორციუმის წევრ ევროპულ უნივერსიტეტებში როგორც სტუდენტებისათვის\, ისე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-gatsvlithi-proeqtis-shemajamebeli-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151103T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151103T180000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151030T122432Z
LAST-MODIFIED:20240202T072608Z
UID:10003297-1446573600-1446573600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან
DESCRIPTION:3 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში\, მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს. \nმაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის\, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა\, ასევე\, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების\, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ\, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი. \nსაკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე\, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს. \nკონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე \nდრო: 3 ნოემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakonsultatsio-shekhvedra-magistranttha-sastsavlo-kvlevithi-proeqtebis-grantith-daphinansebis-2015-tslis-konkursshi-monatsileobis-msurvelebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17632.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151104T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151104T190000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151102T125231Z
LAST-MODIFIED:20240202T072604Z
UID:10003295-1446663600-1446663600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: სიყვარული “ვეფხისტყაოსანში”\, როგორც  შემეცნების უმთავრესი  ძალა
DESCRIPTION:4 ნომბერს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: სიყვარული “ვეფხისტყაოსანში”\, როგორც შემეცნების უმთავრესი ძალა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ცოდნა და სიყვარული; ხე ცნობადისა და ხე სიცოცხლისა; “მით ვისწავლებით\, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”; “სიყვარული აგვამაღლებს”; “სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ”; ”ვეფხისტყაოსანი” და ქრისტიანობა; წმინდა გიორგის რაინდული ნაკადი საქართველოში; გრაალი ”ვეფხისტყაოსანში”. \nდრო: 4 ნომბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-siqhvaruli-vephkhistqhaosanshi-rogorts-shemetsnebis-umthavresi-dzala/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17648.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151105T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151105T110000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151104T131922Z
LAST-MODIFIED:20240202T072601Z
UID:10003290-1446721200-1446721200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის\, მარიუს ციოლკოვსკის\, საჯარო ლექცია - "Coropuna and Solimana: looking for the oracles of the Sacred Mountains of the Incas"
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი მარიუს ციოლკოვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას ინკების ცივილიზაციის შესახებ:”Coropuna and Solimana: looking for the oracles of the Sacred Mountains of the Incas”. \nლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. \nდრო: 5 ნოემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/varshavis-universitetis-prophesoris-marius-tsiolkovskis-sajaro-leqtsia-coropuna-and-solimana-looking-for-the-oracles-of-the-sacred-mountains-of-the-incas/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17750.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151105T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151105T140000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151103T110207Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003286-1446732000-1446732000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მცენარეული ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენება
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 14:00-დან 15:30 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტისა და ანალიტიკური ცენტრის – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ – ერთობლივი პრეზენტაცია თემაზე: „მცენარეული ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“. \nპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები: \n\nნარჩენი ბიომასის რაოდენობის და განთავსების საველე სამუშაოების შედეგები და შესაბამისი გეოინფორმაციული სისტემა;\nსაცდელ უბნებზე ტყის ნარჩენი ბიომასის რაოდენობის შეფასება აეროფოტოგადაღების და ფოტოგრამმეტრიის ტექნიკის გამოყენებთ;\nბიომასის ენერგეტიკული გამოყენების სფეროში არსებული სტანდარტების მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოში მათ დასანერგად;\nსატელიტური ტექნოლოგიების აპრობირება საქართველოს ტყეებში ნარჩენი ბიომასის პოტენციალის კვლევაში.\n\nასევე მოეწყობა ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების ხელშეწყობისთვის შექმნილი ვებპორტალისა (დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ საკუთარი ინფორმაცია განათავსონ ბიომასის გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით) და პროექტის ფარგლებში შექმნილი სალექციო და საინფორმაციო მასალების პრეზენტაცია. \nპრეზენტაციაზე განხილული იქნება ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები ბიომასის გამოყენებასთან დაკავშირებით\, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოების\, ტყის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში. \nპრეზენტაციის შემდგომ გათვალისწინებულია დისკუსია. \nპრეზენტაციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 5 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtsenareuli-narcheni-biomasis-energetikuli-gamoqheneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17734.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151105T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151105T143000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151104T115426Z
LAST-MODIFIED:20240202T072554Z
UID:10003284-1446733800-1446733800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში - პრეზენტაცია ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში\, მანანა სიფრაშვილის ორგანიზებით\, მოეწყობა პრეზენტაცია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში. \nპრეზენტაციას წარმოადგენენ ილიაუნის სტუდენტები ქართულ ენაზე. ლექციების კურსს ხელმძღვანელობს ნინო ჩიკვილაძე. \nდრო: 5 ნოემბერი\, 14:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iuneskos-msophlio-memkvidreobis-dzeglebi-italiashi-prezentatsia-iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17747.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151105T171600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151105T171600
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151105T131611Z
LAST-MODIFIED:20240202T072551Z
UID:10003281-1446743760-1446743760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"FabJam Iliauni"
DESCRIPTION:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით\, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში\, საქართველოში პირველად ჩატარდება FabJam Iliauni. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის – FabLab Iliauni – ორგანიზებით. პროექტის პარტნიორია კომპანია “ახალი ნათება”. \nპროექტის ფარგლებში\, მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული და ინოვაციური დიზაინის სანათების შექმნაში შეეჯიბრებიან. მათ ექნებათ საშუალება\, თავიანთი იდეები FabLab Iliauni-ში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გარდაქმნან რეალურ პროდუქტებად. მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება\, აქსელერაციის აკადემიაში მიიღონ დამატებით საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პირადი განვითარებისთვის. \nვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება  \nპროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მთავარია\, მონაწილე იყოს კრეატიული და ჰქონდეს სიახლის შექმნის სურვილი და მოტივაცია. მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც\, თუ არ გაქვთ იდეა ან არ გყავთ გუნდი. პროექტის ფარგლებში\, გექნებათ საშუალება\, მოიფიქროთ იდეა ან თქვენი იდეის განსახორციელებლად იპოვოთ ადამიანი (მონაწილეებს ექნებათ დრო კომუნიკაციისთვის გუნდებად ჩამოყალიბებისას). \nგუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისგან. \nპროექტის ჩატარების ადგილი და დრო \n\nპროექტის დაიწყება 10 ნოემბერს და დასრულდება 17 ნოემბერს.\nპროექტი ჩატარდება Fablab Iliauni-ში.\n\nგამარჯვებულები და პრიზები \n\n3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.\n\nI ადგილი – FabLab Iliauni-ის 3-თვიანი ვაუჩერი და საჩუქარი ”ახალი ნათებისგან”;\nII ადგილი – FabLab Iliauni-ის 2-თვიანი ვაუჩერი;\nIII ადგილი – FabLab Iliauni-ის 1-თვიანი ვაუჩერი.\nსაუკეთესო დიზაინის სანათი განთავსდება ”ახალი ნათების” მაღაზიაში სარეალიზაციოდ.\n\n\n\nმონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით. \nსარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 9 ნოემბერი. \nგისურვებთ წარმატებას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/fabjam-iliauni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17774.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151105T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151105T190000
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151103T105833Z
LAST-MODIFIED:20240202T072548Z
UID:10003277-1446750000-1446750000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ მაია თოდუას საჯარო ლექცია - "მტვერი და კლიმატი"
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან\, ქალბატონ მაიათოდუასთან. \nსაუბრის თემა: “მტვერი და კლიმატი”. \nმომხსენებელი განიხილავს მტვერსა და კლიმატს შორის კავშირს. მტვერი\, სათბურის გაზებთან ერთად\, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე და\, შესაბამისად\, ეკოლოგიასა და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე. ჰაერში შეწონილიმტვრის ნაწილაკები (აეროზოლები) არის როგორც ბუნებრივი წარმოშობის\, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული. მათი შესწავლა და გათვალისწინება კლიმატურ მოდელებში აუცილებელია პროგნოზირებისგასაუმჯობესებლად. \nშეხვედრის დრო: 5 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-prophesor-maia-thoduas-sajaro-leqtsia-mtveri-da-klimati/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17733.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151107T111100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151107T111100
DTSTAMP:20260513T182403
CREATED:20151107T071100Z
LAST-MODIFIED:20240202T072543Z
UID:10003275-1446894660-1446894660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევრის\, ფალკო შმიდერის\, ლექციათა ციკლი XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ
DESCRIPTION:9\, 10\, 12 და 13 ნოემბერს\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით\, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი\, დრ. ფალკო შმიდერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში წარმართავს ლექციათა ციკლს\, რომელიც მიეძღვნება XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში ისეთ საკვანძო ფიგურებს\, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი\, ერნსტ ბლოხი\, თეოდორ ადორნო და მიშელ ფუკო. ამ მოაზროვნეების მიდგომათა საერთო ნიშანი ისაა\, რომ ყოველი მათგანი ეყრდნობა საზოგადოების მარქსისეულ ანალიზს\, რომელმაც XX საუკუნეში ახალ გამოცდილებებს გაუღო კარი\, ბოლოდროინდელი ისტორიული გამოცდილების გადმოსახედიდან კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ციკლის თითოეულ ლექციაში წარმოდგენილი იქნება ამ ავტორთაგან ერთ-ერთის ძირითადი სააზროვნო ფორმები და დაისმება კითხვა\, თუ რამდენად აქტუალურნი შეიძლება იყვნენ ეს პოლიტიკური მოაზროვნეები დღეს. \nფალკო შმიდერის შესახებ\nდრ. ფალკო შმიდერი (Falko Schmieder) – კულტურის მკვლევარი\, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) დირექტორის პირადი რეფერენტი და მეცნიერ-თანამშრომელი.\nდრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში\, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში 1994–2000 წლებში კომუნიკაციისა და პოლიტიკის მეცნიერებების\, სოციოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ\, შმიდერმა 2004 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია. \nშრომები: \n\n„ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური ფოტოგრაფიის შემოსვლა. ანთროპოლოგიური და ისტორიული მატერიალიზმის ურთიერთმიმართებისათვის“\, 2004;\n„ცნების ისტორია და ისტორიული სემანტიკა. გზამკვლევი“ (ერნსტ მიულერთან ერთად)\, 2015.\n\nლექციების განრიგი \nვალტერ ბენიამინი („პასაჟების პროექტი“\, “ისტორიის ცნების შესახებ”)\nდრო: 9 ნოემბერი\, 14:00 საათი \nერნსტ ბლოხი („ნაკვალევები“\, „დღევანდელობის მემკვიდრეობა“\, „პოლიტიკური მოზომვები\, ჟამიანობა\, ფორმერცი“)\nდრო: 10 ნოემბერი\, 13:00 საათი \nთეოდორ ადორნო („განმანათლებლობის დიალექტიკა“\, „ნეგატიური დიალექტიკა“)\nდრო: 12 ნოემბერი\, 13:00 საათი \nმიშელ ფუკო („სიტყვები და საგნები“\, არქეოლოგია\, გენეალოგია)\nდრო: 13 ნოემბერი\, 14:00 საათი \nლექციები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. №1) \nლექციებზე დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/berlinis-literaturisa-da-kulturis-kvlevis-tsentris-zfl-mkvlevris-phalko-shmideris-leqtsiatha-tsikli-xx-saukunis-did-moazrovnetha-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17575.png
END:VEVENT
END:VCALENDAR