
2 ნოემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე: “დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად”.
ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab თქვენს იდეებს რეალურ პროდუქტებად აქცევს, ამაში კი FabLab-ის პროფესიონალი და გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან.
FabLab Iliauni საუკეთესო შესაძლებლობაა მეიქერებისა და კრეატიული ადამიანებისთვის, აქციონ იდეა შემოსავლიან ბიზნესად!
განსახილველი თემები:
რა არის Fab Lab?
რა არის კრეათონი?
რა არის მენტორშიპი?
ვინ იქნებიან მენტორები?
შეხვედრის დრო: 2 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]