Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად – საინფორმაციო შეხვედრა

ნოემბერი 2, 2015 / 16:00

2 ნოემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე: “დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად”.

ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab თქვენს იდეებს რეალურ პროდუქტებად აქცევს, ამაში კი FabLab-ის პროფესიონალი და გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან.

FabLab Iliauni საუკეთესო შესაძლებლობაა მეიქერებისა და კრეატიული ადამიანებისთვის, აქციონ იდეა შემოსავლიან ბიზნესად!

განსახილველი თემები:

რა არის Fab Lab?

  • სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, სადაც წარმოდგენილია დანადგარები: ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC და სხვა.

რა არის კრეათონი?

  •  კრეათონი არის პროცესი, რომლის დროსაც მონაწილეები ქმნიან გუნდებს და მუშაობენ იდეებზე, რომლებსაც აქცევენ პროდუქტად Fab Lab-ის დახმარებით და შემდეგ გაყიდიან.

რა არის მენტორშიპი?

  •  პროცესი, როდესაც შექმნილ გუნდებს რჩევებს აძლევენ გამოცდილი ადამიანები.

ვინ იქნებიან მენტორები?

  • თემურ მაისურაძე – პარლამენტის წევრი
  • ალექსანდრე ცინცაძე – ”სოლარის ინვესტმენტი”
  • ვახო ვახტანგიშვილი – სარეკლამო კომპანია “ლივინგსტონის” დამფუძნებელი
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე :https://goo.gl/YVuOye

შეხვედრის დრო: 2 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 2, 2015
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: