23 და 26 მარტს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან. 23 მარტს სტუდენტები შეხვდებიან კომპანია ”ალდაგის” წარმომადგენლებს, ხოლო 26 მარტს - კომპანია ”ჯი-პი-აის” წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან კომპანიებში არსებულ ვაკანსიებს და შეავსებენ სააპლიკაციო ფორმებს.
23 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია - GameLab Iliauni გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტები გაეცნობიან კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორიის ფუნქციებს და ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რომლებიც გეიმინგის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შემუშავდა. კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოადგენს გარემოს, სადაც სტუდენტები ახერხებენ კრეატიული იდეების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომას, […]
23-30 მარტს, EUROEAST Erasmus Mundus Action 2 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ვალენსიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (UPV) აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის დეპარტამენტის ლექტორი, პროფესორი ბლეზ პაირი, რომელიც ფილმის მუსიკის თეორიისა და ანალიზის, მუსიკის აღქმაში ექსპერიმენტული დიზაინის, მუსიკისა და საუნდ-ედითინგის მიმართულებებით კითხულობს ლექციებს. ის ასევე ელექტროაკუსტიკური მუსიკის კომპოზიტორია. 23, 25 და 27 მარტს, 18:00 საათზე, A101 აუდიტორიაში, პროფესორი პაირი […]
23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - ”ფაუსტი”. ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: წყაროები; სხვა ფაუსტები (მარლო, ბულგაკოვი, თომას მანი, […]
24 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის თემა: საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა აღნიშნული საკითხის კვლევისა და სამომავლო ხედვის ანალიზს, მეორე ნაწილში კი გაიმართებადისკუსია. გელოდებით საინტერესო შეხვედრაზე ყავისა და ჩაის თანხლებით. დასწრება თავისუფალია. შეხვედრის დრო: 24 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია
24 მარტს, 18:00 საათზე, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი, გიგლა გონაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ქალები კანონიკურ და არაკანონიკურ სახარებებში“. დასწრება თავისუფალია. 2015 წელი
24 და 25 მარტს, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ტრენინგს ატარებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ნოვაკრედიტი”. ტრენინგის გავლა შეუძლია მხოლოდ საბაკალავრო საფეხურის მესამე-მეოთხე კურსელებს საბანკო და საფინანსო საქმის მიმართულებით. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 555405422, ნინო ლეკიშვილი ელფოსტა: ibscc@iliauni.edu.ge
25 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ტემპუსის პროექტის - REGENLAW - შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის თემაა: „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება: ბუნების დაცვისა და ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“. შეხვედრის ფარგლებში ევროპელი და ქართველი ექსპერტები წაიკითხავენ საინტერესო ლექციებს მოცემულ საკითხზე. დრო: 25 მარტი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი (ყოფილი ენციკლოპედიის […]
25 მარტს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ ინსტიტუტის წევრის, თამარ ლომიძის, წიგნის - "ქართული რომანტიზმის პოეტიკა" - პრეზენტაციაზე. დასწრება თავისუფალია. წიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
25 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ გიორგი მაისურაძისა და ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინის წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნი, სახელწოდებით „Sonniges Georgien. Figuren des Nationalen im Sowjetimperium“ („მზიური საქართველო“. ნაციონალურის ფიგურები საბჭოთა იმპერიაში“, ბერლინი 2015) გამოიცა ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის (ZfL) მიერ. პრეზენტაციას წარუძღვებიან წიგნის თანაავტორი გიორგი მაისურაძე […]
26 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - FabLab Iliauni გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის FabLab-ის უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაცნობა და მათი დაინტერესება ამ შესაძლებლობების გამოყენებით. FabLab Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი […]
26 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს თამარ კვიჟინაძეს, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: ერლენდ ლუს "ნაივური. სუპერი", ოსნე საიეშტადის"ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე" და "გროზნოს ანგელოზი", კნუტ ჰამსუნის "მისტერიები", ჰენინგ კრამერ დალის "ხე, რომელსაც მშვიდად დგომა არ შეეძლო", ასევე - ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული ცალკეული მოთხრობები და ნოველები. ”მისტერიები“ ილიაუნის […]
27 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი, გიორგი ხიშტოვანი, წაიკითხავს საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020” და მისი ძირითადი გამოწვევები. დასწრება თავისუფალია.
27 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, მარიამ ფერიშვილი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე - ტრენინგი სოციალური მედიამენეჯერებისთვის. დასწრება თავისუფალია.
27 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, მოხსენებებს წაიკითხავენ ლარი დაიმონდი (Larry Diamond), სტივ კრასნერი (Stephen D. Krasner) და გია ნოდია. მოდერატორი: დავით აფრასიძე თემა: დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: სად ვართ 25 წლის შემდეგ (Democracy and State-Building in the Post-Soviet Realm:Where We Stand Twenty-Five Years Later) შეხვედრა იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) ერთობლივი კონფერენციის- „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში"- ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF), საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO […]
27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ”ქართული სიმღერა-გალობის ფენომენი“. ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, […]
27 მარტს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ანალიტიკური ცენტრი ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად, ატარებს სემინარს - ”ენერგეტიკა და გარემოს დაცვა”. დასწრება თავისუფალია.
27 მარტს, მსოფლიო თეატრის დღეს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ცნობილი მწერლის, ანკა ვისდეის წიგნის - „ჟან ანუი. ბიოგრაფია“ - პრეზენტაცია შედგება. პრეზენტაციას, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, „საფრანგეთის ინსტიტუტი საქართველოში“ გამართავს. პიესამ, რომელმაც ჟორჟ ულმონის პრემია მიიღო და ამერიკულ, გერმანულ და რუმინულ ენებზე ითარგმნა, ყველაზე მეტად გაუთქვა სახელი ავტორს. პრეზენტაციის შემდეგ, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი ჟან ანუის […]
27 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორიაში ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ტრადიციულად ეხმიანება 1961 წლიდან ამოქმედებულ ინიციატივას და, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრთან ერთად, გიწვევთ თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ღონისძიების ფარგლებში წავიკითხავთ მსოფლიოში ცნობილი პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის, წლევანდელ გზავნილს და ვაჩვენებთ მის მიერ ებრაული დრამატურგიის განვითარების ისტორიაში გამორჩეული დრამატურგის, ხანოხ ლევინის, […]
27 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ტოლერანტობის იდეა და ლიტერატურა. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით მიმდინარეობს ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი PROFILES, რომელშიც ევროპის 21 ქვეყნის 22 უნივერსიტეტი მონაწილეობს. პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში. PROFILES -ის კოორდინატორია ბერლინის (გერმანია) თავისუფალი უნივერსიტეტი. 28 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის […]
28 მარტს, 16:30 საათზე, იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება ფოტოკონკურსი თემაზე Estate 2014 in Italia / 2014 წლის ზაფხული იტალიაში. ფოტოკონკურსზე წარმოდგენილი იქნება 2014 წლის სტუდენტური ჯგუფის წევრების მიერ იტალიაში გადაღებული ფოტოები. კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან. კონკურსის ბოლოს გაიმართება 2014 წლის ზაფხულში იტალიაში გადაღებული კადრების ჩვენება.