
25 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ტემპუსის პროექტის – REGENLAW – შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის თემაა: „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება: ბუნების დაცვისა და ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“. შეხვედრის ფარგლებში ევროპელი და ქართველი ექსპერტები წაიკითხავენ საინტერესო ლექციებს მოცემულ საკითხზე.
დრო: 25 მარტი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა; გ. წერეთლის ქ. №2)
დასწრება თავისუფალია.
ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
[wpai_display_imported_files_here]