ილიაუნის სამეცნიერო კაფე – მრგვალი მაგიდა: საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება

24 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის თემა: საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა აღნიშნული საკითხის კვლევისა და სამომავლო ხედვის ანალიზს, მეორე ნაწილში კი გაიმართებადისკუსია. გელოდებით საინტერესო შეხვედრაზე ყავისა და ჩაის თანხლებით. დასწრება თავისუფალია. შეხვედრის დრო: 24 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია

საჯარო ლექცია – „ქალები კანონიკურ და არაკანონიკურ სახარებებში“

24 მარტს, 18:00 საათზე, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი, გიგლა გონაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ქალები კანონიკურ და არაკანონიკურ სახარებებში“. დასწრება თავისუფალია. 2015 წელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ნოვაკრედიტის” ტრენინგი

24 და 25 მარტს,  18:30 საათზე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ტრენინგს ატარებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ნოვაკრედიტი”. ტრენინგის გავლა შეუძლია მხოლოდ საბაკალავრო საფეხურის მესამე-მეოთხე კურსელებს საბანკო […]