30 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი მკვლევრებსა და დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს ვორკშოპზე - "კოლხეთის დაბლობის გეომორფოლოგიური შესწავლა, შავი ზღვის დონის ცვლილებები ისტორიულსა და პრეისტორიულ წარსულში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის პალეოკლიმატის და პალეოგარემოს მოდელირება". ვორკშოპზე, რომელიც ჩატარდება კოლხეთის დაბლობზე და შავი ზღვის სანაპირო ზოლში კიოლნის უნივერსიტეტის […]
30 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ლონდონის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქეთევან ჭანტურია, წარმოგიდგენთ საკუთარ წიგნს ინგლისურ ენაზე და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ანორექსია - კვლევა და კლინიკური სინამდვილე". დასწრება თავისუფალია.
30 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - ”ფაუსტი” - მეორე მიახლოება. ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: გარიგება მიღმურ სამყაროსთან; მეფისტოფელი, როგორც მებრძოლი ლიბერტინი; ევფორიონი-ბაირონი; სტერეოტიპი: გოეთესა და ბაირონის დაპირისპირება; „ფაუსტი“ კინოში; დავით […]
31 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის სრულ პროფესორთან, ნათია კოპალიანთან. საუბრის თემაა: კავკასიური ნაგაზი და მგელი - ხდება თუ არა გენთა მიმოცვლა რამდენიმე ათეული ათასი წლის წინ მოშინაურებულ ძაღლებსა და ველური მგლების პოპულაციებს შორის დღემდე და როგორია მისი სიხშირე კავკასიაში? კავკასიონის მთებში მცხოვრები მწყემსებისთვის ნაგაზი […]
31 მარტს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - Sapere Aude - ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი) კოკა ბრეგაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - "რელიგიის მოდერნული გაგება გერმანულ რომანტიზმში (ახალგაზრდა ფრიდრიხ შლაიერმახერის მიხედვით)". დასწრება თავისუფალია.
1-ლ აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „მასა და ბელადი. ფაშიზმის ფსიქოანალიზისათვის“. რას გვაძლევს ფსიქოანალიზი ფაშიზმის გაგებისთვის? ფროიდმა პოლიტიკის ფსიქოანალიტიკური თეორია იმავე პერიოდში შეიმუშავა, როცა ფაშიზმი ისტორიის ასპარეზზე გამოდიოდა. დროში ეს დამთხვევა ერთი მიზეზი უნდა იყოს იმისა, […]
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გარკვეულ ღონისძიებებს მართავენ. წელს ილიაუნის A კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. №32) ფასადზე გადმოიფინება ლურჯი ფერის დიდი ბანერი, რომელიც გამვლელებს შეახსენებს, რომ აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვეა. ასევე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში იქნება ფოტოგადაღებები ნებისმიერი […]
2 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება მასშტაბური დასაქმების ფორუმი. კომპანია ICGROUP-ის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ კომპანიაში არსებულ ვაკანსიებს. სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ შეავსონ კომპანიის სააპლიკაციო ფორმები.
2 აპრილს ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სრულ პროფესორთან, რევაზ სოლომონიასთან. საუბრის თემა: მიტოქონდრიები და მეხსიერება - აქვს თუ არა მიტოქონდრიებს, ენერგიით უზრუნველყოფის გარდა, სხვა როლი ნერვული სისტემის ფუნქციობაში? მოხსენებაში განხილული იქნება ის მოლეკულური ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს წიწილებში მხედველობითი შთაბეჭდვის მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება […]
2 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს ხათუნა ცხადაძეს, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელი“ და ”პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოსა და კარლო მარია მარტინის ”რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“, ანტონიო ტაბუკის ”მიაჩნია პერეირას“ და სხვა. უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელი“ ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ფინალისტი […]
3 აპრილს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მაჭარაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ”ეკოსისტემების ეკონომიკური შეფასება“. ილიაუნის პროექტი „ახალი განმანათლებლობა“ ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, […]
3 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის (TCO) პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება: TCO-ს მიზნები და ამოცანები; TCO-ს სამოქმედო გეგმა; TCO-ს მიერ შეთავაზებული სერვისები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) ჩამოყალიბდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ის ერთ-ერთიპირველია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს […]
3 აპრილს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდება დისკუსია თემაზე - აუტიზმი და საზოგადოება. დისკუსიის მიზანია საზოგადოების აქტიურობის გაზრდა და მსჯელობის დაწყება თემაზე: აუტიზმის მქონე ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება - მიღწევები და გამოწვევები ისაუბრებენ: სოფიო […]
3 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ნუგზარ პაპუაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ტოლერანტობა და ქართული კულტურა. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას […]