6-დან 9 აპრილის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში, პროფესორი ანა გლეონეკი ჩაატარებს 4 ლექცია-სემინარს. განრიგი ▪ 6 აპრილი, 12:00-15:00 საათი ▪ 7 აპრილი, 11:00-15:00 საათი ▪ 8 აპრილი, 11:00-15:00 საათი ▪ 9 აპრილი, […]
6 აპრილს, ორშაბათს, 15.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შეხვედრა მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან. სემიოტიკის კვლევითი ცენტრის პროექტის - "მწერლის ერთი მეტაფორა" - ფარგლებში, თეონა დოლენჯაშვილი ისაუბრებს მეტაფორაზე: "მე - სიზიფე". დასწრება თავისუფალია.
6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ წიგნის - „ქართული ლოგოს ანატომია“ - პრეზენტაციაზე. დასწრება თავისუფალია.
6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: მოლიერის „დონ ჟუანი“ ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: პროტოტიპი: დონ ხუან ტენორიო, მისი მეგობარი, კასტილიის მეფე პედრო პირველი, […]
7 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, შედგება ბიზნესინკუბატორის II ეტაპის პროექტების პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.
7 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის - ”პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას” - შედეგების პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.
7 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ქეთევან კუპატაძესთან. საუბრის თემა: რა გავლენა აქვთ დაბინძურებული წყლების ბუნებრივ გამწმენდ სისტემებს გარემოზე? ჩამდინარე წყლების გამწმენდი ბუნებრივი სისტემები - თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. შეხვედრაზე განხილული იქნება ჩამდინარე წყლების ძირითად დამაბინძურებლები და მათი გამწმენდი ბუნებრივი სისტემები, ასევე - ხელოვნური […]
7 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის სტუდენტური პროექტის - Sapere Aude - ფარგლებში, ჩატარდება პოეზიის საღამო პოეტების - გიორგი შონიას, ნიკა ლაშხიასა და ლაშა ჯაიანის მონაწილეობით. დასწრება თავისუფალია.
8 აპრილს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პატარებს ზღაპრის ოთახი უმასპინძლებს. სააღდგომო ზღაპრის დღეს „ლიგამუსის“ საბავშვო ოთახში ბავშვებს წავუკითხავთ ზღაპარს და სააღდგომო კვერცხების ნაირფერად მოხატვასა და გაფორმებაში დავეხმარებით. ჩვენთან სტუმრობის სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: facebook-გვერდზე: წიგნის სახლი "ლიგამუსი" / Book House "Ligamus" ელფოსტაზე: bookstore@iliauni.edu.ge
8 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ისტორიკოსისა და კულტურის მკვლევრის, ისტორიის დოქტორის, მალხაზ თორიას, საჯარო ლექციაზე – იმპერიული მემკვიდრეობები, პოლიტიკური/სიმბოლური საზღვრები და ეთნიკური ”გამიჯვნის” პოლიტიკა აფხაზეთში. ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში […]