
7 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ქეთევან კუპატაძესთან.
საუბრის თემა: რა გავლენა აქვთ დაბინძურებული წყლების ბუნებრივ გამწმენდ სისტემებს გარემოზე? ჩამდინარე წყლების გამწმენდი ბუნებრივი სისტემები – თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები.
შეხვედრაზე განხილული იქნება ჩამდინარე წყლების ძირითად დამაბინძურებლები და მათი გამწმენდი ბუნებრივი სისტემები, ასევე – ხელოვნური ჭაობების ძირითადი ტიპები და წმენდის მეთოდოლოგია თითოეულის შემთხვევაში.
შეხვედრის დრო: 7 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]