
23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემა: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – ”ფაუსტი”.
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: წყაროები; სხვა ფაუსტები (მარლო, ბულგაკოვი, თომას მანი, ბენე); ოთხიდან ერთი (დონ კიხოტი, დონ ჟუანი, ჰამლეტი, ფაუსტი); ფაუსტი და გრეტხენი; ფაუსტი და ჰელენე; ყველა ეპოქას თავისი ფაუსტი ეკუთვნის (კირკეგორი); ქართველი ფაუსტი, ქართული “ფაუსტი”.
დრო: 23 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]