ილიაუნი 16 წლისაა – დაბადების დღე ლისის ტბაზე

ილიაუნი 16 წლის იუბილეს 24 ივლისს ლისის ტბაზე აღნიშნავს. გვეწვიეთ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებაზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. განრიგი 15:00 - 19:00 - ლიგამუსის საჯარო ლექციის ზონა 15:00 - 19:00 - უნიმარკეტი #StandWithUkraine 15:00 - 19:00 - შემეცნებითი-გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის პლანეტარიუმი ასტროზონა საბავშვო ზონა (ზღაპრის საათი, ანიმატორების პროგრამა) სახალისო მეცნიერება სახალისო არქეოლოგია 19:00 - […]

ილიაუნი 16 წლისაა – დაბადების დღე ლისის ტბაზე

ილიაუნი 16 წლის იუბილეს 24 ივლისს ლისის ტბაზე აღნიშნავს. გვეწვიეთ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებაზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. განრიგი 15:00 - 19:00 - ლიგამუსის საჯარო ლექციის ზონა ევროპა და საქართველო: საუნივერსიტეტო პერსპექტივა 15:00 - 19:00 - უნიმარკეტი #StandWithUkraine  15:00 - 19:00 - შემეცნებითი-გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის პლანეტარიუმი ასტროზონა „სანდროს წიგნები“  საბავშვო ზონა (ანიმატორების პროგრამა) კავკასიის […]

ევროპა და საქართველო: საუნივერსიტეტო პერსპექტივა

24 ივლისს, 15:00-დან 19:00 საათის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 16 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილიაუნის პროფესორები, მკვლევრები გამართავენ პანელური დისკუსიების სერიას თემაზე: „ევროპა და საქართველო: საუნივერსიტეტო პერსპექტივა“. განრიგი 15:00 – 15:10 - გახსნა პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, რექტორი 15:10 – 15:40 – სესია 1 პანელური დისკუსიის მონაწილეები: გიგა ზედანია, თამარ ცოფურაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი 15:40 – 16:10 […]

ილიაუნის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია 2022

24 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ლისზე ძლიერი ქარის გამო ჩვენი გეგმები და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ადგილმდებარეობა შეიცვალა. ცერემონია ჩატარდება 24 ივლისს, შეცვლილი ადგილმდებარეობით: 20:00 საათზე გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში (ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ვაკის პარკის მოპირდაპირედ), სადაც გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი.  ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა […]

ჰიბრიდული კონფერენცია 2022 – კვლევიდან პრაქტიკამდე

27-29 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 48-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები პროფესიული დიალოგის ფორმით ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პრაქტიკა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით? როგორ ჩავრთოთ სტუდენტები საკუთარი სწავლის პროცესის გაუმჯობესების პროცესში? როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ სტუდენტებს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებასა […]

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება […]

პროექტის „მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმთან“ ერთად აცხადებს პროექტის „მოსწავლეთა კონფერენცია“ მონაწილეების შესარჩევ კონკურსს. კონფერენციაზე მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით უნდა წარადგინონ ციფრული პროექტი: სხვადასხვა სირთულის თამაში, ანიმაცია ან ჭკვიანი აპლიკაცია, შექმნილი ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ გარემოში, SCRATCH-ში. პროექტი განკუთვნილია IV-VII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით […]

პირველკურსელების მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების მიღების ცერემონია 24 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. ღონისძიებას გახსნის და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე მიულოცავს. ტრადიციულად, ღონისძიების მთავარ სცენაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსებში წარმატებულ პირველკურსელებს. დაჯილდოების შემდეგ Bedford Falls-ის ლაივი […]

კონფერენცია „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის „ცოდნისა და პარტნიორობის გაძლიერება დამხმარე პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ პანდემიის პირობებში“ (IPP) შემაჯამებელი კონფერენცია „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოცდილება – პროექტის გუნდის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო […]

NASA-ს მარშალის ცენტრის ასტრობიოლოგის, რიჩარდ ჰუვერის საჯარო ლექცია

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პროფესორ რიჩარდ ჰუვერის (NASA) საჯარო ლექცია „ასტრობიოლოგია: მიკროფოსილების კვლევა მეტეორიტებში“. პროფესორი ჰუვერი იკვლევს მეტეორიტების ნივთიერებას, პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებს, კომეტებს და სხვა ციურ სხეულებს ასტრობიოლოგიის ინტერესთა ფარგლებში. პროფესორი ჰუვერი 15 გამოგონების ავტორია. მის მიერ შექმნილი ოპტიკური ინსტრუმენტები და სისტემები დღემდე გამოიყენება კოსმოსურ მისიებში. არის მრავალი სამეცნიერო […]