სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნო ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს, 13:30-15:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნო უმასპინძლებს 5-9 წლის ბავშვებს. პატარებს შეუძლიათ გაეცნონ „სანდროს წიგნებს“. შეხვედრაზე ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, პროფესორი სანდრო ასათიანი ბავშვებს წაუკითხავს საკუთარ წიგნებს და მათთან გაიმართება დისკუსია. პატარებს დაურიგებენ გასაფერადებლებს, რომლებზეც გამოსახული იქნებიან წიგნის ის გმირები, რომლებსაც ავტორთან შეხვედრაზე გაიცნობენ. დრო: 1 ოქტომბერი, 13:30-15:00 საათი სამუშაო ენა: ქართული ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის […]

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის შესახებ – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს, 15:00-15:30 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ბავშვებს უმასპინძლებს ასტრონომი, პროფესორი გია ჯავახიშვილი, რომელიც უამბობს ამბებს ასტრონომიასა და ასტროფიზიკაზე: ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მოკლე ისტორიას; როგორ ზომავენ კოსმოსურ მანძილებს; ზოგიერთი სახიფათო კოსმოსური მოვლენის შესახებ; ციური სხეულების ევოლუციის, საინტერესო ციური ობიექტებისა და მათზე დაკვირვების შესახებ; ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე და რით სჯობია ის ჰაბლის ტელესკოპს. დრო: 1 ოქტომბერი, 15:00-15:30 საათი სამუშაო […]

1-2 ოქტომბერს გაიმართება DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიური კონფერენცია

1-2 ოქტომბერს DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი აკადემიური პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. DevOps Georgia-ს გუნდი მესამედ მართავს ამ ღონისძიებას. წელს მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და კომპანია Data Art. რა არის DevOps? DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზებულ მიწოდებაზე გათვლილი ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, […]

ახლო კოსმოსისა და მზე-დედამიწის კავშირების შესახებ – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს, 15:30-16:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე  უფროსკლასელებს უმასპინძლებს ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა, რომელიც მათ კოსმოსში მიმდინარე მოვლენის – კოსმოსური ამინდის შესახებ მოუყვება. ახლო კოსმოსი დიდ გავლენას ახდენს დედამიწასა და მის ატმოსფეროზე. დღეს კაცობრიობის ცხოვრება წარმოუდგენელია კომუნიკაციების, სანავიგაციო სისტემების, დედამიწის თანამგზავრების გარეშე. მათი ფუნქციონირება კი დამოკიდებულია მზესა და ახლო კოსმოსში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ასევე […]

როგორ შევიმეცნებთ სამყაროს – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს,17:00-17:30 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი უფროსკლასელებს გრავიტაციული ტალღებით აღქმულ სამყაროს დაბადებაზე ესაუბრება. ცივილიზაციის დასაბამიდან მსოფლმხედველობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო და არის შეკითხვა „როგორ წარმოიქმნა?“ დღევანდელი სამყარო თითქმის 14 მილიარდი წლისაა და ის, რომ დღეს მეცნიერება გვთავაზობს მიდგომას, როგორ შევიმეცნოთ ახლად დაბადებული სამყარო (წამის მემილიონედის ასაკის სამყარო), შეიძლება ფანტასტიკად მივიჩნიოთ. თუმცა ეს […]

ნინო შარიქაძის საჯარო მოხსენება პროექტის ”Alumni Talks” ფარგლებში

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული ნინო შარიქაძე საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროექტის ''Alumni Talks'' ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე „ადრენალურ ჯირკვაში სტეროიდული ჰორომების რეგულაცია სიგმა-1 რეცეპტორის მიერ“. მოხსენების შესახებ სტრესი ცნობილი რისკფაქტორია წამალ-დამოკიდებულებისა და მისი რეციდივის მიმართ მოწყვლადობის განვითარებაში. სტრესი იწვევს კორტიკოტროპინ რილიზინგ ფაქტორის გამონთავისუფლების ცვლილებებს თავის ტვინში, რაც, თავის მხრივ, […]

ბავშვებში მეტყველების აპრაქსიის მართვა – დორა კნეჟევიჩის ლექციები

5-6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ლექციებს წაიკითხავს ზაგრების უნივერსიტეტის ლექტორი დორა კნეჟევიჩი. 5 ოქტომბრის ლექციის თემაა „ბავშვთა მეტყველების აპრაქსია – დიაგნოზთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევები“; 6 ოქტომბრის ლექციის თემაა „ბავშვთა მეტყველების აპრაქსია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, კვლევებისა და სხვადასხვაგვარი ჩარევების შედეგების მიმოხილვა“. ლექციები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების […]

აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია

7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო სფეროს რეკონსტრუქცია საქართველოში“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სფეროს მნიშვნელოვანი აქტორის, როლის გაზრდას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების დაყენების, განხილვისა და გადაწყვეტის საქმეში. პროგრამა 18:00-18:20 მისალმება პროფ. ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

სემინარი: „მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის ისლამიზაცია: ძირითადი თეორიები და თანამედროვე მიდგომები“

11 ოქტომბერს მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, ტატიანა დენისოვა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე წაიკითხავს მოხსენებას „მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის ისლამიზაცია: ძირითადი თეორიები და თანამედროვე მიდგომები“. ანოტაცია მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის მოსახელობაში ისლამის გავრცელებამ გამოიწვია ცვლილებები არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ინტელექტუალურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. ფუძემდებლური საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, ვინ შემოიტანა ისლამი; საიდან შემოვიდა; რა […]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

13, 14 და 15 ოქტომბერს აღინიშნება ერაზმუსის საერთაშორისო დღეები! ამასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. ადგილმდებარეობა: G106, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5. დრო: 13 ოქტომბერი 14:00. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, […]