ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა საჯარო ლექცია ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ ცნებებზე

8 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და ასოციაცია „მწვანე სახლი“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით გამართავს საჯარო ლექციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე. თემები: მამის კონცეპტი ფროიდთან და ჟაკ ლაკანთან: მამის სახელი და მამის ფუნქცია ლაკანის მიხედვით“ მომხსენებელი – ოლივიე დუვილი ოიდიპოსის სამი დრო-ოიდიპოსის კომპლექსი […]

საერთაშორისო კონფერენცია International Academic Conference on Social Problems

10 ივნისს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია International Academic Conference on Social Problems. კონფერენციას აქვს „პანევროპული“ მიმართულება, ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს მისი ჩატარება გადაწყდა საქართველოში ილიას უნივერსიტეტის ეგიდით. კონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. პიოტრ ნოვაკოვსკი (რჟეშოვის უნივერსიტეტი, პოლონეთი), პროფ. მალხაზ მაყაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, საქართველო). საკითხები: საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებიც იწვევს […]

საჯარო ლექცია „ლიდერობა 21-ე საუკუნეში“

10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის (მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურება) ნიკოლოზ ქურდიანის საჯარო ლექციაზე: „ლიდერობა 21-ე საუკუნეში “. მომხსენებლის შესახებ ნიკოლოზ ქურდიანი საბანკო ინდუსტრიაში ათ წელზე მეტხანს მუშაობს, აქედან ხუთი წელი –უნიკრედიტჯგუფზე ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. […]

საკონსულტაციო შეხვედრა რეზიუმეს შედგენასთან დაკავშირებით

13 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00-დან 18:00 მდე, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის F 104 შეხვედრების ოთახში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა რეზიუმეს შედგენასთან დაკავშირებით. ილიაუნის კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალი რეზიუმესა და CV-ს შედგენასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შეგიძლიათ იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმეს ეგზემპლარი (არსებობის შემთხვევაში). შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ […]

ოლივიე დუვილის ლექციები

11 და 12 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პროფესორი ოლივიე დუვილი გამართავს საჯარო ლექციებს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის კონცეპტებზე. 11 ივნისი, 11:00 საათი დევნილობის კლინიკა დღეს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილში 12 ივნისი,17:00 საათი ჯადოქრობისა და მაგიის საკითხი დღეს და გუშინ ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილში მომხსენებლის შესახებ ოლივიე დუვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პარიზის ნანტერისა და დენის დიდროს უნივერსიტეტების […]

უანგარო დონაციის დღეები ილიაუნიში

სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (14/06) 13, 14 და 17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და E კორპუსებში გაიმართება უანგარო დონაციის დღეები. აქციის ფარგლებში ამ სფეროს წამყვანი ორგანიზაციების პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. მათ, […]

პროფესორ ფერნანდა როდრიგესის ლექცია

11 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციას წაიკითხავს ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ფერნანდა როდრიგესი. ლექციის თემა: „ავეიროს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიიის ფაკულტეტისა (DECivil-UA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა შენობების საინფორმაციო მოდელირებაზე (BIM)“. მომხსენებლის შესახებ ფერნანდა როდრიგესი უნივერსიტეტში ასწავლის და სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის კურიკულუმების განყოფილებას ხელმძღვანელობს. […]

საჯარო ლექცია „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“

11 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფლორენციის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის პროფესორი ალესანდრო სიმონი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“. მომხსენებელი შეეხება უცხო ქვეყნების შედარებითი სამართლებრივი პრაქტიკის გამოყენებას პოლიტიკის შემუშავების პროცესში. შედარებითი სამართლის აკადემიური განზომილების მიღმა არსებობს „პრაქტიკული შედარებითი სამართალი“, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნების პოლიტიკურ დებატებში ამ კომპონენტის „საუკეთესო პრაქტიკად“ […]

საინფორმაციო შეხვედრა განათლების სკოლის სტუდენტებისთვის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში

11 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში გაიმართება  საინფორმაციო შეხვედრა განათლების სკოლის სტუდენტებისათვის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურში შემავალი ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 2019 წლის ივლისში იგეგმება კონკურსის გამოცხადება და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის კონსულტანტ- მასწავლებელთა შერჩევა. ქვეპროგრამის პოპულარიზაციისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის […]

ეთნიკური მუსიკის კონცერტი „ფოლკლორულ მოტივებზე“

11 ივნისს,18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ეთნიკური მუსიკის კონცერტი „ფოლკლორულ მოტივებზე“ შემდეგ შემსრულებელთა მონაწილეობით: დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები, ალეკო ხიზანიშვილი, მიხეილ მდინარაძე, „თბილისი“, „ჩვენებურები“, „იალონი“, „ჯორჯიან სიქს“, „სტუმარი“, „დრონი“, „გორდა“. დრო: 11 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.