ეთნიკური მუსიკის კონცერტი „ფოლკლორულ მოტივებზე“

11 ივნისს,18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ეთნიკური მუსიკის კონცერტი „ფოლკლორულ მოტივებზე“ შემდეგ შემსრულებელთა მონაწილეობით: დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები, ალეკო ხიზანიშვილი, მიხეილ მდინარაძე, „თბილისი“, „ჩვენებურები“, „იალონი“, „ჯორჯიან სიქს“, „სტუმარი“, „დრონი“, „გორდა“. დრო: 11 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის საჯარო ლექცია „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები“

11 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება კომპანიის „ნატახტარი“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/eUzMk  მომხსენებლის შესახებ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი კომპანიის „ნატახტარი“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორია; იგი 2016 წლიდან არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი […]

საშუამავლო ღონისძიება „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“. საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ […]

საჯარო ლექციები თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“

12-13 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ გერდ მორგენთალერის (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია) საჯარო ლექციები თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“. ლექციები ითვალისწინებს სამართლის სტუდენტებისათვის ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. პირველ ყოვლისა, საუბარი შეეხება ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, გაანალიზებული იქნება ევროპულ ხელშეკრულებათა ძირითადი იდეები, რასაც მოყვება ევროკავშირის პოლიტიკური ინსტრუმენტების, მათი კომპეტენციებისა და ურთიერთმიმართებების მიმოხილვა. […]

შეხვედრა კაზიმირ ვიელკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

13 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში გაიმართება პოლონეთის კაზიმირ ვიელკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც გაუძღვება უნივერსიტეტის პროფესორი აგნეშკა რიპელი. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სახალისო მეთოდით დაეუფლონ პოლონური ენის საბაზისო ელემენტებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია პოლონური კულტურისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების შესახებ.   დრო: 13 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის […]

საჯარო ლექცია „საქართველოს მთის კურორტების განვითარება და გამოწვევები“

13 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის, ალექსანდრე ონოფრიშვილის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს მთის კურორტების განვითარება და გამოწვევები“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 13 ივნისს, 12:00 საათამდე, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/QvGQdvtJcEc9zzbk7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო […]

ილიაუნის ჩემპიონატი ძიუდოში – 2019

27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ძიუდოში. შეჯიბრება გაიმართება 60, 66, 73, 81, 90, 100, +100 კგ. წონით კატეგორიებში, ძიუდოს საერთაშორისო წესების შესაბამისად, დამამშვიდებელი ორთაბრძოლების გარეშე. წონაში დაშვება – 2 კგ. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები. […]

პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“

13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. თემის მოკლე მიმოხილვა ორგანოების რეგენერაციის თვალსაზრისით ენდოგენული ღეროვანი უჯრედების აქტივაცია ალოგენური/ავტოლოგური ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან შედარებით უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია. ბუნებრივია, ადგილობრივი ენდოგენული უჯრედები აქტიურად […]

სამეცნიერო კაფე: „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“

13 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“. თემის მოკლე აღწერა ანტიკური მითოსი დღემდე პირდაპირ და არაპირდაპირ უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანზე. პირდაპირ გავლენაში იგულისხმება ანტიკური მითების დღევანდელი სიცოცხლე. ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გაცილებით უკეთ იციან ანტიკური მითოსის სამყარო, ვიდრე საკუთრივ […]

თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაცია

13 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაციაზე. გამოცემა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიაში გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის, მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა. წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს, როგორც […]