დასაქმების შესაძლებლობა უცხო ენების მიმართულების სტუდენტებისთვის

ტურისტული კომპანია GRATA დაინტერესებულია ილიაუნის უცხო ენების მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გუნდის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე (ასევე აცხადებს სტაჟირებას და დროებით პოზიციებზე ვაკანსიას) და ეძებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პოლონური ან არაბული ენების მცოდნე კანდიდატებს. კომპანიას საწყის ეტაპზე უცხო ენის ცოდნის გარდა განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია. 6 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის A101 […]

ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში

7 ნოემბერს,19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას და ჩაატარებს ციფრული ჰუმანიტარიის ვორკშოპს:  „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში“. თემის მოკლე აღწერა ეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი მსოფლიოს და მისი ისტორიული წარსულის გასააზრებლად ფუნდამენტური წყაროა. ის, რაც ვიცით ისტორიის, ლიტერატურის თუ ენის შესახებ, წერილობითი წყაროებიდან ვიცით. ეპიგრაფიკის კვლევის საგანი „ზედწერილი“ ძეგლებია, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა კულტურული, […]

Majorel გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს დაასაქმებს

საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი / majorel ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ დასაქმების შესაძლებლობას. კომპანიას გამოცხადებული აქვს გერმანულენოვანი მომხმარებლების მომსახურების სპეციალისტის ვაკანსია. აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა მონიმუმ B1 დონეზე. ვაკანსიების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ საინფორმაციო შეხვედრაზე პარასკევს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში. დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა   დრო: 8 ნოემბერი, 12:00 საათი […]

პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“

8 ნოემბერს, პარასკევს,19.30 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“. ქეთევან შენგელია ბაროკოს მუსიკის ავთენტურ შემსრულებელთა თაობის წარმომადგენელია. იგი ლაიფციგის უმაღლესი სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია ძველებური მუსიკის მიმართულებით. ამჟამად ქეთევან შენგელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის პროფესორია. მისი სასწავლო და კვლევის ინტერესებია მე-17-18 საუკუნეების დასავლეთევროპული მუსიკა, მისი შესაძლო კავშირი […]

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიმოხილვა და კომპანია ,,გერგილის “ ვაკანსიები

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან კომპანია „გერგილის“ წარმომადგენლები. საინფორმაციო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: კომპანია „გერგილის“ საქმიანობის სფერო;  გარემოსდაცვითი მიმართულების შესახებ: კომპანიის სერვისები და მოკლე მიმოხილვა; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიმოხილვა და საკანონმდებლო ცვლილებები. კომპანია ,,გერგილი“ ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას […]

მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის, პატენტის გადაცემის ცერემონია

12 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. ასევე გაიმართება პატენტის გაცემის ცერემონიალი. 2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ გამოცხადდა კონკურსი  ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში […]

​შტეფან მაისტერის საჯარო ლექცია: Contested Leadership – How Russia fails to integrate post-Soviet countries

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, დოქტორი შტეფან მაისტერი წაიკითხავს ლექციას თემაზე: Contested Leadership – How Russia fails to integrate post-Soviet countries. რუსეთის ხელისუფლება თანმიმდევრულად ცდილობს გავლენის ქვეშ მოაქციოს „ახლო სამეზობლო“. მოსკოვის პერსპექტივიდან ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მხოლოდ შეზღუდული სუვერენიტეტი აქვს. თუმცა რუსეთის ეკონომიკური ძალის შესუსტებისა […]

საერთაშორისო კონფერენცია: „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”.

2019 წლის 13-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართება პროექტ „პრინტელის“(„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) საერთაშორისო კონფერენცია-სამუშაო შეხვედრა. კონფერენციას დაესწრებიან პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენციაზე დაგეგმილია პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის შეფასება, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე დისკუსია, პარტნიორ ქვეყნებში არსებული ტრენინგცენტრების მოდელების […]

ELSA-ს საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი სამუშაო პროგრამის შესახებ

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, A101 აუდიტორიაში ორგანიზაცია ELSA-ს წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ილიაუნის სამართლის მიმართულების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გაცვლითი სამუშაო პროგრამა STEP-ის შესახებ. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, არასამეწარმეო გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილია 45 სახელმწიფოს 375-მდე უნივერსიტეტში და აერთიანებს  50,000-ზე მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს ევროპის მასშტაბით. ასოციაციის მიზანია, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას […]

ვორკშოპი „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“ დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს ვორკშოპს პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნების შესახებ. ვორკშოპის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის სოციალური კომპეტენციები და ა.შ. (I ნაწილი). ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან […]