
2019 წლის 13-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროექტ „პრინტელის“(„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) საერთაშორისო კონფერენცია-სამუშაო შეხვედრა. კონფერენციას დაესწრებიან პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე დაგეგმილია პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის შეფასება, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე დისკუსია, პარტნიორ ქვეყნებში არსებული ტრენინგცენტრების მოდელების მიმოხილვა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.
გთხოვთ გვეწვიოთ.
ჩატარების დრო:
13 ნოემბერი _ 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე,
14 ნოემბერი _ 09:30 სთ-დან 12:00 სთ-მდე.
ადგილმდებარეობა: T კორპუსის საკონფერენციო დარბაზი.
[wpai_display_imported_files_here]