Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ELSA-ს საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი სამუშაო პროგრამის შესახებ

ნოემბერი 14, 2019 / 15:59

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, A101 აუდიტორიაში ორგანიზაცია ELSA-ს წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ილიაუნის სამართლის მიმართულების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გაცვლითი სამუშაო პროგრამა STEP-ის შესახებ.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, არასამეწარმეო გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილია 45 სახელმწიფოს 375-მდე უნივერსიტეტში და აერთიანებს  50,000-ზე მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს ევროპის მასშტაბით.

ასოციაციის მიზანია, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას პროფესიონალი იურისტების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო და ცხოვრებისეული უნარების ურთიერთგაცვლა.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის ELSA ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა (STEP), რომელიც ახალგაზრდა იურისტებსა და სამართლის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა დაწესებულებასა და იურიდიულ ფირმაში მსოფლიოს მასშტაბით.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

დასწრება თავისუფალია!

 

დრო: 18 ნოემბერი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის N32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 14, 2019
Time:
15:59
Event Category:
Event Tags: