ვორკშოპი „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“ დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს ვორკშოპს პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნების შესახებ. ვორკშოპის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის სოციალური კომპეტენციები და ა.შ. (I ნაწილი). ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან […]

გია მაჩაბლის წიგნის – სერ ისააკ ნიუტონი „ადამიანთა მოდგმის მშვენება” – პრეზენტაცია

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, დოქტორ გია მაჩაბლის წიგნის – სერ ისააკ ნიუტონი „ადამიანთა მოდგმის მშვენება“ – პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის მხატვრული გაფორმება ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს. წიგნი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. დრო: 14 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) დასწრება თავისუფალია.

გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-4 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტიადამიანი მონაწილეობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. 18-22 ნოემბერს ილიას […]

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით, ტრადიციულად უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას. კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. ღონისძიებების განრიგი: […]

დასაქმება კომპანიაში Tbilisi Walking Tours

15 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან კომპანიის Tbilisi Walking Tours  წარმომადგენლები. საინფორმაციო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  გააცნობენ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და შესთავაზებენ დასაქმებას. შეხვედრის შემდეგ პირველადი შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება. შეხვედრა საინტერესოა ნებისმიერი მიმართულებისა და კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. გთხოვთ, იხილოთ ვაკანსიის აღწერა […]

სტუდენტური ვაკანსიების დღე

15 ნოემბერს, პარასკევს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ ვაკანსიებზე გასაუბრებას ჩაატარებენ კომპანია Tbilisi Walking Tours და Carrefour-ის წარმომადგენლები. კომპანიები სტუდენტებს სთავაზობენ სასწავლო გრაფიკზე მორგებულ ვაკანსიებს. კომპანია Tbilisi Walking Tours სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 14:00 საათზე E405 აუდიტორიაში, რის შემდეგაც დასაქმების მსურველ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს ჩაატარებს F104 ოთახში (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5, ილიაუნის ადმიისტრაციული F კორპუსი, E კორპუსის […]

სტუდენტთა მათემატიკური ოლიმპიადა

2019 წლის 17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი მართავს მათემატიკურ ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის იმ აქტიურ სტუდენტებს, რომლებმაც რეგისტრაციია გაიარეს შესაბამის ვადებში. ოლიმპიადა გაიმართება: I და III ჯგუფი – 17 ნოემბერი, 18:00 საათი –აუდიტორია T 301  II და IVჯგუფი –17 ნოემბერი, 18:00 საათი – აუდიტორია T 302 I ჯგუფი – […]

ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამა Batch1

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი იწყებს შემოდგომის სეზონის პრე-აქსელერატორში მონაწილეთა შერჩევას. თუ გაქვთ ბიზნესიდეა და გსურთ ჩვენთან ერთად სწრაფი განვითარება, მაშინ პრე-აქსელერატორი სწორედ თქვენ გელოდებათ. პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ბიზნესიდეის განვითარებაში, ხელშესახები პროდუქტის შექმნასა და ბაზარზე გატანაში. პრე-აქსელერაციის პროგრამა განხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას […]

TourMODE კვირეული 2019-2020 – პირველი ეტაპი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 9-13 დეკემბერს გამართავს TourMODE კვირეულის 2019 -2020 სასწავლო წლის პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს. პროექტის მიზანია: სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის; […]

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენელთან

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის კოლეჯის წარმომადგენლის, ქალბატონი ნარგიზ აბდულაევას საინფორმაციო შეხვედრას. ევროპის კოლეჯი წარმოდგენილია ორი კამპუსით ბრიუგესა და ვარშავაში; უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ევროპის კვლევების მიმართულებებით. პროგრამებს შორისაა: ევროპის ეკონომიკის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM) ევროპული პოლიტიკისა […]