ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში

30 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 70, 80, 80+ კგ., მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება – 3 კგ. მონაწილეთა აწონა და კენჭისყრა გაიმართება ღონისძიების ჩატარების ადგილზე შეჯიბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და […]

საჯარო ლექცია „Soplidan.ge, – ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად”

18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექციას "Soplidan.ge, - ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად" წაიკითხავს www.soplidan.ge-ის  თანადამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი.   მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: იდეა და მისი გამოსვლა მზის სინათლეზე (რა, რატომ და როგორ) პირველი fuckup-ი სოფელსა და ქალაქს შორის გადებული ინოვაციური ხიდი და მათი ბენეფიტები სად […]

ტრენინგკურსი „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა   განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით:  სწავლა მობილურით და თამაშით“ (ტრენერი: თამარ მაღალაშვილი   – […]

„ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში. მასტერკლასი საინტერესო იქნება ინტელექტუალური სამაგიდო თამაშებით დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება სხვადასხვა სტრატეგიულ თამაშს. წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხის ეკოლოგიურად სუფთა სამაგიდო თამაშები „ვეხისტყაოსნის“ თემაზე. ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები  ცოცხალი ურთიერთობის, საღამოს მეგობრების წრეში გატარების კარგი საშუალებაა. […]

სტუდენტური გამოფენა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ამავე ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. გამოფენა გაიმართება 24 დეკემბერს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი პროგრამის სტუდენტებს. აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, […]

ტრენინგკურსი „შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტიანობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტიანობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“. ტრენერი ალექსანდრე ერგეშიძე – ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლის […]

Startup school – გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად

21 ნოემბერს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება Startup school  - გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად. Startup School ბუთქემფის მიზანია განავითაროს სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას. პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით […]

შეხვედრა NOVA-ს წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია NOVA (www.NOVA.ge   www.AVZI.ge    www.SAXURAVI.ge) ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოქნილი გრაფიკით და კონკურენტული ანაზღაურებით. 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში კომპანია NOVA-ს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას კომპანიისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. დაინტერესებულ კანდიდატებს კი ადგილზე გაესაუბრება შერჩევის მიზნით. […]

ოფისტური თეგეტა მოტორსში

კომპანია თეგეტა მოტორსი დეკემბერში უმასპინძლებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ოფისტურზე. ტურის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს კომპანიის მოღვაწეობის სფერო, მუშაობის სპეციფიკა. მიაწოდოს მათ ინფორმაცია კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებზე. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კომპანიის მენეჯმენტის წევრებს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვან. ოფისტური დააინტერესებს ბაკალავრიატის ნებისმიერი მიართულების მეორე და მესამეკურსელ სტუდენტებს. ტურზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2019 წლის 30 […]

პაატა ბუხრაშვილის არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია, გერდა ჰენკელის ფონდის დაფინანსებით, მესამე წელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მთა ,,ნაზარლებზე“ იკვლევს გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის (ქრისტემდე XIV–X სს.) ნაქალაქარს და ციტადელზე გამოვლენილ სამლოცველოს. ამა წლის 21 ნოემბერს, 18 სთ-ზე, ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფ. პაატა ბუხრაშვილი წარმოადგენს 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშს.   დრო: […]