
15 ნოემბერს, პარასკევს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ ვაკანსიებზე გასაუბრებას ჩაატარებენ კომპანია Tbilisi Walking Tours და Carrefour-ის წარმომადგენლები.
კომპანიები სტუდენტებს სთავაზობენ სასწავლო გრაფიკზე მორგებულ ვაკანსიებს.
კომპანია Tbilisi Walking Tours სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 14:00 საათზე E405 აუდიტორიაში, რის შემდეგაც დასაქმების მსურველ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს ჩაატარებს F104 ოთახში (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5, ილიაუნის ადმიისტრაციული F კორპუსი, E კორპუსის გვერდით).
გთხოვთ, იხილოთ ვაკანსიის აღწერა ბმულზე.
დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დრო: 15 ნოემბერი, პარასკევი, 14:00 – დან 17:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: პრეზენტაცია – E405 აუდიტორია, გასაუბრებები – F104 ოთახი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კომპანია Carrefour ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მოგებულ დასაქმებას ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფილიალში სხვადასხვა პოზიციაზე.
ვაკანსიები დააინტერესებთ ბაკალავრიატის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს.
გასაუბრებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
დრო: 15 ნოემბერი, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: E 206 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]